ოპოზიცია ბრალს სდებს ხელისუფლებას...

ოპოზიცია ბრალს სდებს ხელისუფლებას...

ოპოზიციური ”ლეიბორისტული პარტიის” აქტიურმა წევრმა ალან ტოჩიევმა
განაცხადა, რომ 3 მარტს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა
 შვიდმა ადამიანმა ის გაიტაცა და სასტიკად სცემა.

ალან ტოჩიევი 4 მარტს ჩალურჯებული სახით, გატეხილი თავით და
ნაღრძობი ხელით თავისი პარტიის ოფისში პრესკონფერენციაზე გამოჩნდა.

მისი თქმით, მას 3 მარტს დილით თბილისის ელიავას ბაზრობაზე დაესხნენ
თავს და სცემეს, სადაც ის გენერატორის ყიდვას აპირებდა საპროტესტო აქციისთვის.

შემდეგ, მისი თქმით, ის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა ისეთი მძიმე,
რომ ის რეანიმაციაში მოეთავსებინათ. ”მათ ჩემი იზოლირება უნდოდათ...
მე არ მქონდა საშუალება ვინმეს დავკავშირებოდი,” - ტოჩიევმა.

ტოჩიევის გაუჩანარების შემდეგ, თბილისში დღეს დილიდან
გავრცელდა ხმები მისი გარდაცვალების შესახებ.