მელ გიბსონის “აღმოჩენა”

მელ გიბსონის “აღმოჩენა”

ცნობილ ამერიკელ კინომსახიობს მელ გიბსონს ძალიან უყვარს ბანქოს თამაში. გადაღებებისაგან თავისუფალ დროს ის პოკერის თამაშში ატარებს. მსახიობის ახლობლების განცხადებით, ბატონი მელი დიდი ხნის განმავლობაში ამ აზარტულ თამაშში გვარიან თანხებს აგებდა. ცოტა ხნის წინ ერთმა მეგობარმა ახალი უებარი საშუალების გამოყენება ურჩია, რომელიც მომავალში დიდი წარმატებების საფუძველი უნდა გამხდარიყო. მელ გიბსონმა ეს მეთოდი მოქმედებაში უკვე გამოსცადა და რამდენიმე ასეული ათასი დოლარიც მოიგო.

მსახიობის წარმატებების “საიდუმლო იარაღი” არ გაგიკვირდეთ და ძროხის ტვინია. ამ “სპეციფიური” კომპონენტისაგან დამზადებული სპეციალური მალამოთი გიბსონი ხელებს იზელს. ამერიკელ ჟურნალისტებს ეგონათ, რომ მსახიობი საკუთარი ტვინის მოქმედების გასააქტიურებლად ამ “მასას” თავზე წაისმევდა, თუმცა იმედები გაუცრუვდათ.

მელ გიბსონის მტკიცებით, ამ სასწაულმომქმედმა საშუალებამ მას დიდძალი თანხები მოაგებინა.

ერთმა ზედმეტად ცნობისმოყვარე ამერიკელმა მას-მედიის წარმომადგენელმა ამ მალამოს მცირე დოზა მოიპარა და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ანალიზისათვის მიუტანა. შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა – პოკერის თამაშში წარმატების გარანტი არც მეტი და არც ნაკლები, პარკინსონის დაავადებისა და დეპრესიის სამკურნალო საშუალებას მიეკუთვნება.

ამის მიუხედავად, მსახიობი მელ გიბსონი პოკერის თამაშისას ხელების დაზილვას ამ მალამოთი ჯიუტად განაგრძობ, ალბათ სწამს რომ პოკერში მთავარია მარჯვე თითები და არა ნათელი, მოაზროვნე თავი..