ტორტი

ტორტი "ჩიტის რძე"

საჭირო მასალა: ცომისთვის - 3 ცალი კვერცხი, 100 გ შაქარი, 100 გ ფქვილი. სუფლესთვის - 5 კვერცხის ცილა, 200 გ შესქელებული რძე, 100 გ კარაქი, 25 გ ჟელატინი, 120 მლ წყალი, 50 გ შაქარი, ვანილის შაქარი - გემოვნებით. მინანქრისთვის - 100 გ შავი შოკოლადი, 80 მლ 35%-იანი ნაღები.

მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი ძალიან კარგად გავთქვიფოთ, დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში. ვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავობაში. სანამ ბისკვიტი შეგრილდება, მოვამზადოთ სუფლე: ცალკე გავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შესქელებული რძე. ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ გასაფუებლად, 30-40 წუთის შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე გავადნოთ.

კვერცხის ცილები ძალიან კარგად ავთქვიფოთ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად. ცილის მასას შევურიოთ დამდნარი ჟელატინი და შესქელებული რძის კრემი. ბისკვიტი გავჭრათ, შუაში მოვათავსოთ სუფლე და ზემოდან დავადოთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. შოკოლადი დავამტვრიოთ და ნაღებთან ერთად გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. ტორტს გადავუსვათ შოკოოლადის მინანქარი და შევდგათ მაცივარში, რომ კარგად გამაგრდეს.