სუპერაგენტ 007-ის, იგივე ჯეიმს ბონდის თავგადასავლების შესახებ არაერთი სათავგადასავლო სურათია გადაღებული. ამ ფილმებში გამოყენებული სხვადასხვა იარაღი დროთა განმავლობაში კერძო კოლექციებში ან სპეციალურად მისტერ ბონდის თაყვანისმცემელთათვის განკუთვნილ მუზეუმებში იდებდა ბინას. ერთ-ერთი ასეთი მუზეუმი ინგლისში, კინოსტუდია “Elstree”-ის ერთ ჩვეულებრივ პავილიონშია მოწყობილი და მნახველთა სიმცირეს არ უჩივის. გამოფენა ლონდონიდან ჩრდილოეთით, ჰარტფორდშირის საგრაფოში მდებარეობს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ მუზეუმის ერთი ექსპონატი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. საუბარია ბოროტი პერსონაჟის, ფრანცისკო სკარამანგას ოქროს პისტოლეტზე. ეს იარაღი გამოყენებული იყო მხატვრულ ფილმში “ადამიანი ოქროს პისტოლეტით”. ამ სურათში ჯეიმს ბონდის როლს მსახიობი როჯერ მური ასრულებდა, მის მოწინააღმდეგე სკარამანგას კი - კრისტოფერ ლი.
დაკარგული რელიქვია, რომლითაც ბოროტმა სკარამანგამ მკვლელობების მთელი სერია ჩაიდინა, ეწყობა პორტსიგარის, სანთებელას, საკინძისა და ავტოკალმისგან. პისტოლეტი 1971 წელს დამზადდა და დაახლოებით 136 ათასი დოლარი ღირს.
ბრიტანული სკოტლანდ-იარდი გამოძიებას უკვე შეუდგა, თუმცა შედეგებზე დუმილს ამჯობინებენ. ადგილობრივი წესრიგის დამცველები ჟურნალისტებსა და ჯეიმს ბონდის შეშფოთებულ ქომაგებს სიმშვიდის დაცვისაკენ მოუწოდებენ და პირობას დებენ რომ უახლოეს პერიოდში მოპარულ რარიტეტს აუცილებლად.