ვის ვის და... მამაკაცებს ნამდვილად სჭირდებათ სტიმული. ხომ გინდათ, თქვენი ერთადერთი და შეუდარებელი წარმატებული და ჭეშმარიტად შემდგარი პიროვნება იყოს. მაშინ საყვედურები დაივიწყეთ და მოცემული ინსტრუქციით იხელმძღვანელეთ. თუ მოთმინებით აღიჭურვებით და ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც საჭიროა, მისგან მადლიერებასაც მიიღებთ და რაც მთავარია, ის დამოუკიდებელი გახდება. ეს, უპირველესად, თქვენი კომფორტიც არის.
დაიხსომეთ მარტივი ჭეშმარიტება: მამაკაცს ყოველთვის შეუძლია საკუთარ თავს მოუმზადოს ის, რისი შეჭმაც უნდა. სოსისს და შემწვარ კვერცხს შორისაც დამოუკიდებლად გააკეთებს არჩევანს.
რამდენიც უნდა აუხსნათ, სად რა დევს, მაინც არ დაიხსომებს. ამიტომ, ლაპარაკით თავს ნუ დაიღლით, თორემ მერე მისი შეკითხვები ძალიან გაგაღიზიანებთ. მოიცადეთ, სანამ თავად არ დასვამს კონკრეტულ შეკითხვას.
თუ არ გინდათ, მოისმინოთ საყვედურები იმის შესახებ, რომ თქვენ მეტისმეტად ბევრს ხარჯავთ, ქმარი ატარეთ საყიდლებზე. თავად ნახოს, რა რა ღირს და დაითვალოს ხარჯები.
არ იწუწუნოთ, რომ ბევრ საქმეს აკეთებთ და იღლებით. ეს არც ერთ კაცს არ მოსწონს. უმჯობესია, თქვათ, რომ მეტი დრო გჭირდებათ, რათა მას დაუთმოთ. ეს გაჭრის და შეეცდება, დაგეხმაროთ.
მთავარი: შეაქეთ ყოველთვის, როცა საკუთარი ინიციატივით რაღაცას გააკეთებს. არ დაუწუნოთ ნაყიდი და არც დასცინოთ. პირიქით, ხშირად წაახალისეთ. ნახავთ, როგორ შეიცვლება უკეთესობისკენ.