ჟურნალმა „ფორბსმა” პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების მორიგი რეიტინგი შეადგინა.
მილიარდერთა რეიტინგს სათავეში კვლავ მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი უდგას სათავეში, მილიარდერთა რაოდენობით კი მოსკოვია პირველი.
როგორც გაირკვა, რუსეთის დედაქალაქში 79 მილიარდერი ცხოვრობს, მთლიანად რუსეთში კი – 101.
საინტერესოა რომ რუსეთი აშშ-ს მილიარდერთა საერთო რაოდენობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
შეერთებულ შტატებში 400 მილიარდერი ცხოვრობს, ანუ 4-ჯერ მეტი, ვიდრე რუსეთში.