ჰაკერები ჩრდილოეთ კორეას უტევენ

ჰაკერები ჩრდილოეთ კორეას უტევენ

ცოტა ხნის წინ უცნობმა ჰაკერებმა ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური „ტვიტერ-ექაუნთი“ გატეხეს და კიმ ჩენ ირისა და მისი შვილის, კიმ ჩენ უნის შეურაცხმყოფელი ვიდეოები განათავსეს, რომლებშიც მოუწოდებენ ჩრდილოეთ კორეელ მოსახლეობას, რომ მოაწყონ რევოლუცია და გადააგდონ სისხლისმსმელი კომუნისტური რეჟიმი.

ანიმაციურ ვიდეორგოლებში კიმ ჩენ ირი გამოყვანილია მდიდარ მკვლელად, რომელიც საკუთარი ხალხის ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობს.

საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტით სარგებლობის უფლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენიმე კვლევით ლაბორატორიასა და კიმ ჩენ ირის აპარატს აქვს.