შვეიცარიაში, ჟენევის ტბასთან მდებარეობს ქალაქი მონტრე, რომელიც ტრადიციული და ყოველწლიური ჯაზ ფესტივალით არის ცნობილი. ეს ღონისძიება 1967 წლიდან ტარდება.
რამდენიმე დღის წინ ამ ფესტივალის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს მასში მონაწილე მუსიკოსებისა და ჯგუფების სია.
“მონტრე – 2011”-ის სცენაზე შემდეგი ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები გამოვლენ: ჯგუფი “Arcade Fire”, რიკი მარტინი, კარლოს სანტანა, ჯონ მაკლაფლინი, ბი ბი კინგი და ლეგენდარული ჯგუფი “Deep Purple”.
“Deep Purple”-ს ქალაქ მონტრესთან ერთი მოგონება აკავშირებს. სწორედ რომ ამ დასახლებულ პუნქტშია დაწერილი მათი ერთ-ერთი პოპულარული კომპოზიცია “Smoke on the Water”. ეს სიმღერა მიეძღვნა 1971 წლის 4 დეკემბრის ტრაგიკულ მოვლენებს. მონტრეში მომღერალი ფრენკ ზაპას კონცერტი ტარდებოდა და მუსიკოსის ერთ-ერთმა თავგადაკლულმა ფანმა სცენაზე რაკეტა ისროლა. შესაბამისად მთლიანად დაიწვა კაზინო “მონტრეს” შენობა.
ზემოთ ჩამოთვლილი მუსიკოსების გარდა ამ ჯაზ-ფესტივალის სტუმრები იქნებიან სილი, “Lamb”, “Mogwa”. “Guano Apes”, მოს დეფი და ლაიზა მინელი.
ფესტივალის ჩატარების დღეებში ერთ კონცერტს ჩაატარებს პოპულარული მომღერალი სტინგი.
“მონტრე – 2011”-ის ტრადიციული ჯაზ ფესტივალი მიმდინარე წლის 1-დან 16 ივლისამდე გაიმართება.