ჩინური ბანკები უცხოეთში მსოფლიო ექსპანსიისთვის ემზადებიან

ჩინური ბანკები უცხოეთში მსოფლიო ექსპანსიისთვის ემზადებიან

ჩინეთის უმსხვილესი ბანკის – „ბენკ ოფ ჩაინას“ ხელმძღვანელმა, სიაო განმა ქვეყნის ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა უცხოეთში უფრო მეტი შესყიდვა განახორციელონ, ვიდრე ჩინეთში.

“ბენკ ოფ ჩაინას“ ხელმძღვანელის აზრით, ჩინურმა საბანკო სექტორმა უნდა ისარგებლოს შექმნილი ვითარებით და უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს უცხოეთში.

სიაო განის აზრით, ჩინეთის ბანკებმა თავისი კონკურენტუნარიანობა უნდა დაამტკიცონ.

ანალიტიკოსები და ექსპერტები აცხადებენ, რომ „ბენკ ოფ ჩაინას“ ხელმძღვანელის განცხადება მოწმობს, რომ ჩინეთის ხელისუფლებას სურს საკუთარ ბანკებს უცხოეთში აქტივების შეძენის ნება დართოს.

საინტერესოა, რომ 2007 წლიდან ჩინურ ბანკებს უცხოეთში აქტივების შეძენა აეკრძალათ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩინელებმა ამერიკის საკრედიტო კრიზისის დაწყების შემდეგ, მსხვილი აქტივების შეძენის რამდენიმე წარუმატებელი ოპერაცია განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის 4 ყველაზე მსხვილი ბანკი – „ბენკ ოფ ჩაიანა“, „აი-სი-ბი-სი“, „ჩაინა კონსტრაქშენ ბანკი“ და “აგრიქალჩურალ ბენკ ოფ ჩაინა“ კაპიტალიზაციისა და შემოსავლების სიდიდის მიხედვით, მსოფლიოში უმსხვილეს ბანკებად მიიჩნევიან.