ვლადიმერ პუტინის საიდუმლო ხელშეკრულება

ვლადიმერ პუტინის საიდუმლო ხელშეკრულება

1997 წლის ზაფხულში ვლადიმირ პუტინმა გაიცნო ბორის ელცინი, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ის „ეფესბეს” დირექტორად დანიშნა, 1999 წელს კი, პუტინი პრემიერის თანამდებობაზე წარადგინა და თავის ფაქტობრივ მემკვიდრედ აქცია.

რუსეთში მუსირებს ორი ვერსია. ერთის თანახმად, პუტინის გაპრემიერებას ანატოლი ჩუბაისი ლობირებდა, ხოლო მეორე ვერსიით მისი დანიშვნა ბორის ბერეზოვსკის უშუალო ჩარევით მოხერხდა. თანამდებობის დატოვებამდე ორი კვირით ადრე ელცინმა პუტინს თავისი გადადგომის შესახებ ამცნო და მართვის სადავეების მისთვის გადაცემის შესახებ უთხრა.

1999 წლის 31 დეკემბერს ბორის ელცინი გადადგა, ხოლო პუტინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, არსებობს ვერსია, რომ ელცინსა და პუტინს შორის გაფორმდა არაოფიციალური, საიდუმლო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პუტინი ვალდებულებას იღებდა, რომ ელცინის ოჯახის წევრები და დაახლოებული პირები ხელშეუხებელნი იქნებოდნენ ახალი რეჟიმის მოსვლის შემდეგ.

ისტორიკოს როი მედვედევის მტკიცებით, ეს დოკუმენტი რუსეთის პატრიარქთან, ალექსი მეორესთან ინახებოდა.

2003 წლიდან პუტინმა ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი დარღვევა დაიწყო: მან დააპატიმრა ალექსანდრ ხოდორკოვსკი, თანამდებობებიდან გაათავისუფლა ელცინის გარემოცვის წევრები, მათ შორის ალექსანდრ ვოლოშინი და პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი.