ქაცვი – სიმსივნის წინააღმდეგ

ქაცვი – სიმსივნის წინააღმდეგ

ქაცვის ნაყოფი მდიდარია პოლივიტამინებით. მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი, ორგანული მჟავები, ვიტამინები: A1, B1, B2, C, E, კაროტინი, თიმინი და რიბოფლავინი. ქაცვის ქერქი შეიცავს სეროტონინს, რომელიც ებრძვის სიმსივნის განვითარებას.

ქაცვი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ნაყოფის ნახარშს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კუჭის დაავადების დროს; ტოტებისა და ფოთლების ნახარშს – კუჭის აშლილობისას, თესლის ნახარშს კი – როგორც საფაღარათო საშუალებას.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ და დამწვრობის დროს კარგია ქაცვის ზეთი. ის მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ხელს უწყობს უჯრედების ეპითელიზაციის პროცესს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი მიღება რეკომენდებულია ეროზიული და წყლულოვანი პროქტიტების, ნახეთქების, კატარული და ატროფირებული პროქტიტების, ბუასილის, ქრონიკული ენტეროკოლიტის, ქრონიკული ტონზილიტისა და პაროდონტოზის მკურნალობის დროს. ქაცვის ზეთის დალევა კარგია სიმსივნეთა მკურნალობის დროს ჩატარებული ქიმიოთერაპიის პარალელურად – 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.

ქაცვის ნაყოფის ნახარში კუჭის დაავადებას კურნავს, კერძოდ: 3 სადილის კოვზ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ გემოვნებით თაფლი და დალიეთ დღეში 3-ჯერ, უზმოზე.

ტოტებისა და ფოთლებისგან კი, ნახარში ასე მოამზადეთ: 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებსა და ტოტებს დაასხით ნახევარი ლიტრი ცივი წყალი და 5 წუთი ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში რამდენჯერმე.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისთვის, ქაცვის ზეთი დალიეთ, 1 ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, ერთი თვის განმავლობაში.