მარტინ ლუთერ კინგი ეკრანზე

მარტინ ლუთერ კინგი ეკრანზე

ამერიკელი კინორეჟისორი პოლ გრინგრასი ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგა. მას განზრახული აქვს უახლოეს მომავალში გადაიღოს კინოსურათი, რომელიც მარტინ ლუთერ კინგს მიეძღვნება.

ამ ფილმის პირობითი სახელწოდება „მემფისია“. მასში გაშუქებული იქნება ამერიკულ რასიზმთან დაუღალავი მებრძოლის, შავკანიანთა უფლებების ცნობილი დამცველის, მარტინ ლუთერ კინგის ცხოვრების უკანასკნელი დღეები.

ამ კინოსურათის სცენარი თავად პოლ გრინგრასს ეკუთვნის. კინოს მოყვარულებისათვის ამ პიროვნების სახელი უკავშირდება სურათს „დაკარგული რეისი“, რომლის რეჟისორი და სცენარისტი თავის დროზე პოლ გრინგრასი იყო.

მარტინ ლუთერ კინგი ცნობილი ამერიკელი სამართალდამცავი იყო. ის სიცოცხლეს ქალაქ მემფისში, 1968 წელს გამოასალმეს.

მომავალი სურათის სამსახიობო შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის. აშშ-ის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამ ფილმის გადაღება მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება.