აღმოჩნდა რომ ბრიტანელთა განსაკუთრებული სიმპატიით სარგებლობს კომპოზიცია “You’re the One That I Want”. ეს სიმღერა ცნობილ სურათში “ბრიოლინში” (Crease) გაჟღერდა. მას პოპულარული მსახიობები და მომღერლები ოლივია ნიუტონ-ჯონი და ჯონ ტრავოლტა ასრულებდნენ. საინტერესოა რომ ეს დუეტი ამ ფილმში მთავარ გმირებსაც თამაშობს.
ფილმი “ბრიოლინში” შესულმა კიდევ ერთმა კომპოზიციამ “Summer Nghts” ამ გამოკითხვაში საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა.
საერთო რეიტინგში მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა კომპოზიცია “Love Is All Around”, რომელიც წარმოადგენდა ჯგუფი “Wet Wet Wet”-ის ე.წ. ქავერ ვერსიას. ის გაჟღერდა 1994 წელს გამოსულ სურათში “ოთხი ქორწილი და დაკრძალვა”. ამ სიმღერის ორიგინალური ვერსია კი 1967 წელს დაიწერა და ჯგუფ “The Trogs”-ს ეკუთვნის.
მესამე საფეხურზე სტივ ვონდერის უკვდავი “I Just Called to Stay to Say I Love You” აღმოჩნდა. გახსოვთ ალბათ კომედიური სურათი “ქალი წითლებში”.
მეოთხე ადგილზე ბრაიან ადამსი გავიდა თავისი კომპოზიციით “I Do (I Do It For You”. ეს სიმღერა თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო და კინოფილმი “რობინ ჰუდი: ქურდების პრინცი”-ს ერთგვარ სავიზიტო ბარათად გადაიქცა.