ბობ მარლი ეკრანზე

ბობ მარლი ეკრანზე

ლეგენდარული იამაიკელი კომპოზიტორისა და მომღერლის ბობ მარლის სახელი ნებისმიერი მელომანისთვის კარგად არის ცნობლი. რეგის მამამთავრის კომპოზიციები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბობ მარლი 1981 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხსოვნა უკვდავია. 

რამდენიმე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კინორეჟისორი კევინ მაკდონალდი იამაიკელი მუსიკოსის შესახებ დოკუმენტური სურათის გადაღებას აპირებს. ფილმს პირობითად „მარლი“ ერქმევა და მსოფლიოს კინოეკრანებზე 2011 წლის მეორე ნახევარში გამოვა. ამ პროექტმა განსაკუთრებული დაინტერესება მარლის ისტორიულ სამშობლოში, იამაიკაში გამოიწვია. მუსიკოსის ახლობლები მზად არიან, ამ ახალი დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს მარლის პირად არქივში დაცული მრავალი, დღემდე გამოუქვეყნებელი მასალა მიაწოდონ.

რეჟისორი კევინ მაკდონალდი უცხო არ არის კინოს სამყაროში. ის არის ავტორი მხატვრული ფილმისა „შოტლანდიის უკანასკნელი ხელმწიფე“.
2000 წელს მაკდონალდი დაჯილდოვდა „ოსკარის“ საპატიო ნომინაცით „წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“. ეს პატივი რეჟისორს ფილმ „ერთხელ სექტემბერში“ გადაღების გამო ერგო.

კევინ მაკდონალდის ბოლო ნამუშევარია ფილმი „მეცხრე ლეგიონის არწივი“, რომელიც ევროპის კინოთეატრებში მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოჩნდა.