“ფრთხილად უნდა იყოთ მშობლების არჩევაში" - ასე უთქვამს ერთხელ ჰაინეს.
მეიგავე ლაფონტენი 26 წლის ასაკში დაქორწინდა 15 წლის გოგონაზე, მაგრამ იგი ოჯახისგან განცალკევებულად ცხოვრებას ამჯობინებდა პარიზში. ცოლ-შვილს ლაფონტენი იშვიათად თუ ჩააკითხავდა. ალბათ, ამას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ ერთხელ ლაფონტენი წამოზრდილ ვაჟიშვილს შეხვდა და ვერ იცნო.
მშობლებს გერცენი ბავშვობიდანვე შეზღუდული ჰყავდათ - არც ეზოს ბავშვებთან თამაშის უფლებას აძლევდნენ და არც სტუმრად ყოფნისას აკარებდნენ სხვა მოზარდებს. შვიდ წლამდე მას ხელჩაკიდებულს ატარებდნენ. უნივერსიტეტში გერცენს მსახური აცილებდა, იქ უცდიდა და შემდეგ სახლში მიჰყავდა. 21 წლის ასაკამდე მას მხოლოდ 22 საათსა და 30 წუთამდე შეეძლო გარეთ ყოფნა
იოჰან შტრაუსი - უფროსი წინააღმდეგი იყო, რომ მის ვაჟიშვილს მუსიკა ესწავლა თუმცა ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში იოჰან უმცროსმა თავისი პირველი ვალსი შექმნა. მიუხედავად მშობლის დიდი წინააღმდეგობისა, მან 19 წლის ასაკში ჩამოაყალიბა თავისი ორკესტრი და მაშინვე დაიპყრო საზოგადოება. სწორედ მას და არა მამამისს უწოდა ხალხმა "ვალსების მეფე".
ლევ ტოლსტოის არ უნდოდა თავისი შვილების გიმნაზიაში, მით უმეტეს კი უნივერსიტეტში მიბარება. ის თვლიდა, რომ მათი ადგილი სოფელში იყო და იქ ისწავლიდნენ ცხოვრებას. პრინციპში, მას შვილებისთვის არ ეცალა, წამოზრდილ ქალიშვილებთან ერთგვარი ურთიერთობა მაინც ჰქონდა, ვაჟიშვილები კი საერთოდ არ უყვარდა.