მოსამზადებლად დაგწირდებათ: 1 ც.ცხვრის ბარკალი (დაახლოებით 2 კგ), 1 კონა კამა, 1 კონა ქინძი, 1 კონა ტარხუნა, 3 ს/კ. ლიმონის წვენი, 5 ს/კ. ზეთი, 200 მლ. თეთრი მშრალი ღვინო, ჯავზი, მარილი, პილპილი – გემოვნებით,
მომზადების წესი: 3 ღერი კამა და ტარხუნა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ 1 ს.კ. ზეთი და ლიმონის წვენი. ცხვრის ბარკალი გავამშრალოთ, აქა-იქა დავსეროთ, შევაზილოთ მარილი, შავი პილპილი, ჯავზი და მომზადებული მარინადის 2/3 ნაწილი. ბარკალი დავდოთ ზეთდასხმულ, კარგად გახურებულ თაფაზე და შევაწითლოთ, შემდეგ გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე, დავასხათ დარჩენილი მარინადი და 50 მლ ღვინო, შევდგათ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შესაწვავად. ცხვრის ბარკალს შეწვისას შიგადაშიგ ვასხათ ღვინო და თავისი წვენი. როცა ხორცი დარბილდება, გამოვიღოთ და მოვრთოთ დარჩენილი კამითა და ქინძით.