მოსამზადებლად დაგჭირდებათ: პურის ფქვილი - 1კ, 2 ჩაის ჭიქა, მაწონი, 2 ცალი კვერცხი, 700-800 გრ ყველი.
მომზადების წესი: მაწვნიანი ხაჭაპური მოვზილოთ ცომი მაწვნითა და კვერცხით. დავდოთ 1-2 სთ–ით ასაფუებლად. შემდეგ დავყოთ 5-6 ნაწილად, ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, ჩავყაროთ შიგ დაფშვნილი ოდნავ მარილიანი ყველი, მოვუკრათ თავი და შევდგათ ჰაერღუმელში ან გამოვაცხოთ კეცებში.
უმჯობესია ძროხის ოდნავ მარილიანი ყველი. თუ ყველი მარილიანია, დავჭრით თხელ ნაჭრებად და ჩავყაროთ ცივ წყალში გამოცხობამდე 3-4 სთ - ით ადრე წყალი ხშირად გამოუცვალეთ. საბოლოოდ ყველი გავწუროთ.