ქათმის კუჭები ნიგვზით

ქათმის კუჭები ნიგვზით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ქათმის კუჭი  1 კგ, ნიგოზი  2 ჭიქა, ხახვი  2-3ც, ნიორი  2-3 კბილი, ბროწეული  1ც, ქონდარი  5-6 ღერო, ქინძი, უცხო სუნელი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათმის კუჭი მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად (კუჭის ნახარში ბულიონი შევინახოთ), ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქონდარი. ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი, წიწაკა, ბროწეულის მარცვლებისგან გამოწურული წვენი, მარილი, უცხო სუნელი, შენახული ბულიონი და კარგად ავურიოთ. მიღებული სოუსი დავასხათ ქათმის კუჭს, ავადუღოთ და ვხარშოთ 3–5 წუთი. გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით.