სააღდგომო კვერცხი

სააღდგომო კვერცხი

კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. საუკეთესო საშუალებაა ენდრო. ერთი შეკვრა ენდრო კარგად გარეცხეთ, დაჩეჩქვეთ, დაასხით 1-1,5 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგით ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღეთ. კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ, კარგად არ შეიღებება და შეიძლება დასკდეს კიდევაც). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ (ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება).