მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 6 ცალი ბადრიჯანი, 7 თავი ხახვი, 8 სუფრის კოვზი ფქვილი, 3 სუფრის კოვზი ერბო, ½ ჩაის კოვზი არაჟანი, 3 სუფრის კოვზი პომიდორის პიურე.
მომზადების წესი: ბადრიჯანს ბოლოები მოაჭერით, გათუთქეთ, გაწურეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, ამოავლეთ ფქვილში და ორივე მხრიდან შეწვით ერბოში.
მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად და შეწვით ერბოში.
შემწვარი ბადრიჯანი დააწყეთ ლანგარზე თან ფენად მოუწყეთ შემწვარი ხახვი. ტაფაზე,
რომელზედაც ბადრიჯანი შეიწვა, დაასხით არაჟანი და პომიდორის პიურე, აურიეთ და
მოასხით ლანგარზე დაწყობილ ბადრიჯანს.