ბლინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ფქვილი – 1,5-2 ჭ., რძე – 0,5 ლ,კვერცხი – 3 ც, შაქარი – 1 ს.კ, მცენარეული ზეთი – 1-2 ს.კ, მარილი,
შიგთავსი ლორით: ლორი – 200-300 გრ, სოკოს მარინადი – 1 ქილა, მაგარი ყველი – 200 გრ.
შიგთავსი ხახვითა და სოკოთი: ქამა ან სხვა სოკო – 300 გრ, ხახვი – 1-2 ც. მაგარი ყველი – 200 გრ, მჟავე კიტრი (სურვილისამებრ) – 2-3 ც, მცენარეული ზეთი ან ნაღების კარაქი შესაწვავად, მარილი, ახალდაფქული პილპილი.
მომზადების წესი: ბლინები გამოვაცხოთ. ქამა გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. ხახვი გავასუფთავოთ და დავჭრათ წვრილად. ზეთიან ან კარაქიან გახურებულ ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი. დავუმატოთ სოკო, თან მოვურიოთ, სანამ კარგად არ მოიშუშება ცეცხლიდან არ გადმოვდგათ. სოკოსა და ხახვს შეგიძლიათ მწვანილიც დაუმატოთ. ბლინის შუაგულში დავდოთ 1 ს.კ. სოკო და მოვაყაროთ ყველ