ქათმის ფილე ნიგოზით

ქათმის ფილე ნიგოზით

მოსამზადებლათ დაგჭირდებათ: 500 გრ. ქათმის ფილე, 200 გრ. მიწის თხილი, 4 ს/კ სოიოს კარაქი, 1 ჩ/კ სახამებელი,  2 ც. კვერცხის ცილა,  100 გრ. ღორის ხორცის რბილობი, 1 ც. წითელი და ყვითელი ტკბილი წიწაკა, 1 ც. სტაფილო, 4 ს/კ ქათმის ბულიონი, 1 ლ. ზეთი ფრიტურისთვის, შავი პილპილი დაფქვილი, მარილი - გემოვნებით, 1 ს/კ მწვანე ხახვი დაჭრილი, ოხრახუში

მომზადების წესი: ქათმის ფილე დაჭერით, ამოავლეთ ცილაში არეულ სახამებელში და დაბრაწეთ ფრიტურში. ღორის ხორცი, სტაფილო და ტკბილი წიწაკა დაჭერით ოთკუთხედებად და შეწვით ნაწილ სოიოს კარაქში. დაუმატეთ ქათმის ფილე, დარჩენილი სოიოს კარაქი, მიწის თხილი, შეანელეთ მარილით და პილპილით, ჩაასხით ბულიონი და მოთუშეთ კიდევ 2 წუთი. სუფრაზე კერძი მიიტანეთ ცხლად, მოაყარეთ მწვანე ხახვი და გააფორმეთ მწვანილი