რობერტ პატისონის გეგმები

რობერტ პატისონის გეგმები

ამერიკელი მსახიობი რობერტ პატისონი,  რეჟისორ კრონენბერგის ახალ კინოპროექტში მიიღებს მონაწილეობას, რომლის პირობითი სათაურია „კოსმოპოლისი“. ამ ფილმში პატისონი შეასრულებს ახალგაზრდა მილიარდერის როლს.

 

ფილმი დაფუძნებულია მწერალ დონ დელილოს ამავე სახელწოდების წიგნის სიუჟეტის მიხედვით. რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა მილიარდერის ერიკ პეკერის ცხოვრების ერთ მძიმე დღეს, როდესაც ეს უკანასკნელი საკუთარი ლიმუზინით საპარიკმახეროში მიემგზავრება. სამწუხაროდ, გზაზე მრავალი ფათერაკი და წინააღმდეგობა ელოდება, ყოველივე ამას კი ქონების სრულად დაკარგვა და გაბანკროტებაც ემატება.

 

ცნობილი იყო, რომ ეს როლი თავდაპირველად მსახიობ კოლინ ფარელს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მან უარი განაცხადა, მოიმიზეზა რა საკუთარი დაძაბული სამუშაო გრაფიკი. კოლინ ფარელი უახლოესი თვეების განმავლობაში დაკავებული იქნება თავის დროზე გახმაურებული ფანტასტიკური ბლოკბასტერის „სრული გახსენების“ რიმეიკის გადაღების პროცესში. ამ სურათში მთავარ როლს არნოლდ შვარცენეგერი ასრულებდა. ამის გამო ერიკ პეკერის როლზე რობერტ პატისონი დაამტკიცეს.

 

ფილმში „კოსმოპოლისი“, პატისონის ეკრანული გმირის მეუღლის როლს, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი „გოგონა“, ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიიარი შეასრულებს.