პეტერ მაკარა:“ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სისტემის ევროპულ მოდელზე გადასვლა საქართველოსთვის დიდი გამოწვევა“

პეტერ მაკარა:“ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სისტემის ევროპულ მოდელზე გადასვლა საქართველოსთვის დიდი გამოწვევა“

ჯანდაცვის სამინისტრო სფეროს მართვის ევროპულ სტანდარტებზე გადადის. „გლობალ ალიანსი“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სამინისტროს ამ რეორგანიზაციაში დახმარებას უწევს. ჯგუფის წევრი პეტერ მაკარა, ბუდაპეშტის ზემელვაისის უნივერსიტეტის პროფესორი, არის ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი. იყო უნგრეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მრჩეველი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპაში რეგიონული მრჩეველი ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. გააჩნია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ჯანდაცვის სისტემების კარგი ცოდნა. იგი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სისტემის დღევანდელობასა და პერსპექტივებზე.

„პრაქტიკულად, საქართველოში დღესაც, ისევ შედარებით ვიწრო, ტრადიციულად განსაზღვრული საზოგადოებრივი ჯანდაცვაა მოქმედებაში. ეს ბუნებრივიცაა, 1991 წლიდან საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო ექსტენსიური და ძალიან ცენტრალიზებული ჯანდაცვის სისტემა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების უდიდესი უმეტესობა ფოკუსირებულია პრევენციის, კონტროლისა და გადამდები დაავადებების დაკვირვებასთან ასოცირებულ საქმიანობაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიერაა იმპლიმენტირებული. ყოფილი სან-ეპიდ სისტემის ტრადიციული „ფუნქცია“, როგორიცაა ვაქცინაცია, ჯერ კიდევ უფრო განვითარებულია, ვიდრე ჯანდაცვის მხარდაჭერა და ინტერსექციური თანამშრომლობა.

ევროკავშირისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე გაგება უფრო ფართე და კომპლექსურია და კონცეპტი გააზრებულია, როგორც „დაავადებათა პრევენციის, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის საზოგადოების მხრიდან ორგანიზებული მცდელობის მეცნიერება და ხელოვნება“. ასეთი მიდგომა მონიტორინგისა და ჯანდაცვის რისკებისა და გადაუდებლობების მიმართ მყისიერი რეაგირების გარდა, ჯანმრთელობის დაცვას, გარემოს, საქმიანობისა და საკვების უსაფრთხოების მიმართულებით აქტივობებსაც გულისხმობს. ასევე, საქართველოში ნაკლებ განვითარებულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის მხარდაჭერისას სოციალური დეტერმინანტების განხილვის, ჯანდაცვის მხრივ სამართლიანობის, არა გადამდები დაავადებების პრევენციის, დაავადებათა ადრეული გამოვლენის, სათანადო სტრუქტურული და ფინანსური დახმარების, ადვოკატირების, კომუნიკაციის, ჯანდაცვისთვის სოციალური მობილიზაციის და განვითარებული კვლევების ჩატარებისკენ, რასაც დაეყრდნობა პოლიტიკაც და პრაქტიკაც.

ტრადიციულად, საზოგადოებრივი ჯანდაცვა გადადიოდა ექიმების, ფელდშერებისა და მედდების მხრებზე, რომელთაც თეთრი ხალათები და ფორმები ეცვათ და შეეძლოთ შემოეთავაზებინათ ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა შემთხვევებისას. ეს მიდგომა არასოდეს ყოფილა განსაკუთრებით ეფექტური, მაგრამ კვლავ რჩება დომინანტურად საქართველოში. თანამედროვე მიდგომა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართ მოითხოვს უფრო ფართე უნარების მქონე პირებს სხვადასხვა დისციპლინის სფეროში, ასევე, მულტიპროფესიონალურ ჯგუფებში ჯგუფური მუშაობის უნარებს. რაც ცხადია, გულისხმობს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერომ უფრო ფართე ხედვით უნდა გაატაროს პრაქტიკაში ძალისხმევა და „ჯანმრთელობა პოლიტიკის ყველა დონეზე“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანდაცვის სექტორის აქტივობების წარმართვაში. მაგ. დაზღვევის სერვისები ჯანმრთელობის საჭიროებებს ასახავს, რათა ეფექტური და შესაბამისი დაცვა განახორციელოს და გამოეხმაუროს მოსახლეობის ლეგიტიმურ მოლოდინებს.

საზოგადოებირივი ჯანმრთელობის პერსპექტივიდან ჯანდაცვა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ის პირები, რომლებიც საჭიროებენ ჯანმრთელობის დაცვას, შესაძლებელია, სულაც არ აცნობიერებდნენ ამ საჭიროებას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები შეძლებენ დაარწმუნონ ისინი, რომ ჯანდაცვის სერვისები მათი მოთხოვნილებების შესაბამისადაა მოწყობილი. ჯანდაცვის ნებისმიერი სისტემის რესურსები ლიმიტირებულია. იგივე ვითარებაა საქართველოშიც. მაგალითად, შესაძლებელია ვერ მოხერხდეს საკმარისი პროფესიონალების მოზიდვა, განსაკუთრებით იმათი, ვისაც მაღალი კვალიფიკაცია აქვთ. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, წამლები იყოს მცირე რაოდენობით. მოთხოვნილებათა და შესაძლებლობათა შორის კონფლიქტის მენეჯმენტი, სწორედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომით შეიძლება მოხერხდეს, როცა ადამიანთა გარკვეული რიცხვი, რომლებიც სპეციფიკურ ჩარევას საჭიროებენ, დათვლილია. მაშინ, ჩარევის ეფექტურობა მეტია და საფასური ხელმისაწვდომი.

ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, იზრდება ჯანდაცვის კომპლექსურობაც და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივამ შეიძლება სერვისების მოწყობა ისე განსაზღვროს, რომ იმ პაციენტს, ვისაც სჭირდება სხვადასხვა პროვაიდერის მომსახურება, შეეძლოს ასეთი დახმარების მიღება.
არ არის საკმარისი მხოლოდ ჯანდაცვის სამსახურების მოწყობა და დანერგვა, აუცილებელია მათი მონიტორინგი და შეფასება უწყვეტად, რათა ოპტიმალური შედეგები იქნეს მიღწეული. ასე, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა აუცილებელია იმისთვისაც, რომ შეფასდეს, მიიღწია თუ არა შედეგები მთელი მოსახლეობისათვის.

დროული და ეფექტური დახმარება მნიშვნელოვანი წვლილის შემტანია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. პაციენტსა და ჯანდაცვის პროფესიონალს შორის კავშირი უბრალო მექანიზმზე მეტია დიაგნოზის დადგენისა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნისათვის. ის არის ასევე შეუფასებელი საშუალება, დაავადების პრევენციასა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. ჯანდაცვის პოტენციალი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც იმთავითვე ცხადი. იგი დამოკიდებულია მთელი მოსახლეობისათვის ეფექტური, მიზანშეწონილი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის არსებობაზე. ასე , რომ ჯანდაცვის ეფექტურობა დამოკიდებულია მოსახლეობის მოცვაზე, სამსახურების ხელმისაწვდომობაზე და ხარისხზე.

ევროკავშირის ჯანდაცვის მესამე პროგრამა (2014-2020) ძირითადი ინსტრუმენტია, რასაც კომისია ევროკავშირის ჯანდაცვის სტრატეგიის დამკვიდრებისთვის იყენებს. მიზნები მოიცავს შემდეგს:

-         ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, დაავადებათა პრევენცია და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა პრინციპით - „ჯანმრთელობა პოლიტიკის ყველა დონეზე“

-         ინოვაციური, ეფექტური და მდგრადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება.

-         უკეთეს და უსაფრთხო ჯანდაცვაზე წვდომის ხელშეწყობა

ეს ყოველივე სრულ თანხმობაშია საქართველოში არსებულ ჯანდაცვის პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებთან და იძლევა შემდგომი თანამშომლობის ფართე პერსპექტივას.“