დღეს კვირაა და ტრადიციულად მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი დღევანდელი სტუმრები კვლავ ქართველი სამართალდამცავები იქნებიან. ეს ადამიანები რამდენიმე ათეული წლით უკან დაგვაბრუნებენ და თავიანთი პროფესიული საქმიანობის პერიოდში თავს გადამხდარ რამდენიმე შემთხვევას მოგვიყვებიან.
თავდაპირველად სიტყვას პოლკოვნიკ ომარ ლაშხს გადავცემ, რომელიც ერთ „უჩვეულო“ ამბავს გაიხსენებს.
„ორმოცი წელი ვიმუშავე სასჯელაღსრულების სისტემაში და დღე არ გავიდოდა, რომ კურიოზი არ მომხდარიყო. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებია და სამუშაოდ ციმბირის ქალაქ ნოვოკუზნეცკის მკაცრი რეჟიმის ციხეში გადამიყვანეს. ეს საპყრობილე ნიკოლოზ მეორესდროს ააშენეს და საბჭოთა კავშირში ყველაზე მაღალი იყო. შვიდსართულიანი ციხის ბოლო სართულზე ქურდები იყვნენ მოთავსებული და მეც იქ გამამწესეს.
ამ კორპუსის ¹88 საკანში ცნობილი ქურდი ანტონ გერასიმოვი, მეტსახელად „ბიტი“ იჯდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი და მკაცრ იზოლაციაში იმყოფებოდა. „ბიტის“ მთელი მომსახურე პერსონალი ჰყავდა, რომელიც ადგილობრივი პატიმრებისგან შედგებოდა. ისინი მას ტანისამოსს ურეცხავდნენ, ფეხსაცმელებს უწმენდნენ, საჭმელს უმზადებდნენ. ერთი სიტყვით, „ბიტი“ ლორდივით ცხოვრობდა. თუმცა, ყოველი შესვლისას მის მსახურებს საგულდაგულოდ ვჩხრეკდით, რომ გაქცევისადმი მიდრეკილი ქურდისთვის ისეთი ნივთი არ შეეტანათ, რაც მას გაქცევაში შეუწყობდა ხელს.
„ბიტის“ მოსამსახურეებში განსაკუთრებით ლენა და ლუდა გამოირჩეოდნენ. ისინი გიგანტური აღნაგობის მამაკაცები იყვნენ და ქალის სახელები ჰომოსექსუალობის გამო ერქვათ. ლენა და ლუდა ქურდის ჰიგიენაზე ზრუნავდნენ და მის სამოსს უვლიდნენ. ერთ მშვენიერ დღეს, ლენამ და ლუდამ, „ბიტის“ სამოსი ამოუტანეს და, სანამ საკანში შევუშვებდით, ჩხრეკაზე დავაყენეთ. მათ აკრძალული არაფერი აღმოაჩნდათ და უკვე „ბიტისთან“ უნდა შეგვეშვა, რომ ლენამ გაზები გამოუშვა შემდეგ უკანალზე იტაცა ხელი და საშინლად აღრიალდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ლენას უკანალში სამი ცალი ფოლადის ხერხი და ფოლადისავე კაუჭი აღმოაჩნდა, რომლებიც „ბიტისთან“ მიჰქონდა, მას კი ფოლადის გისოსები უნდა გადაეხერხა. შემდეგ თოკი გამოება კაუჭზე და ამ გზით ციხიდან გაქცეულიყო. ორმოცი მეტრის წვრილი, გამძლე კაპრონისგან დამზადებული თოკი უკვე ლუდას უკანალში აღმოვაჩინეთ და ასე აღვკვეთეთ „ბიტის“ გაქცევის მცდელობა ციხიდან...“
ნება მომეცით კიდევ ერთი მოგონება შემოგთავაზოთ და ამჯერად ციხის ქალთა განყოფილებაში გადავინაცვლოთ. ჩვენი მომდევნო რესპონდენტი პოლკოვნიკი ვასილ მაღრაძე იქნება.
„მოსკოვში, ბუტირკის ციხის ქალთა კორპუსს „კატის სახლს“ უწოდებენ და ერთი პერიოდი იქ მომიწია მუშაობა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ქალებთან მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე, თუნდაც ყველაზე თავზეხელაღებულ მამაკაც პატიმრებთან. საქმე ისაა, რომ ქალი მაცდურია, ხოლო პატიმარი ქალი – ორმაგად მაცდური, რადგან უამრავი თავისუფალი დრო აქვს და ათას ოინს იგონებს გასართობად და სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. წარმოიდგინეთ, როგორი გასაძლებია, როდესაც საკანში შედიხარ და ოც-ოცდაათ სრულიად შიშველ ქალს ხედავ, რომლებიც ლოგინში გეპატიჟებიან. ასეთი შემთხვევისთვის მკაცრი ინსტრუქტაჟი გვქონდა გავლილი და ინსტრუქციით, რა თქმა უნდა, სქესობრივი ურთიერთობა სასტიკად გვეკრძალებოდა. გარდა ამისა, ორი ზედამხედველიდან ერთი, საკნის გარეთ უნდა დარჩენილიყო, მეორეს კი საჭიროებისამებრ შეეძლო საკანში შესვლა.
ერთხელ, „კატების სახლის“ 22-ე საკანში, სადაც 20 ქალი იჯდა, ჩვენი ორი ახალი, ახალგაზრდა თანამშრომელი გავგზავნე, რომლებსაც ორი პატიმარი ქალი უნდა წამოეყვანათ დაკითხვაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამი საათის მერე ჩემთან გამომძიებელი მოვიდა და გაბრაზებული ტონით მომთხოვა პატიმრების მოყვანა.
გულმა ცუდი მიგრძნო, ქალთა კორპუსში გავიქეცი, 22-ე საკანში შევიჭყიტე და რას ვხედავ: ჩვენი თანამშრომლები ნარებზე არიან დაბმულები, სასქესო ორგანოებზე კანაფები აქვთ შემოჭერილი და ოცი შიშველი პატიმარი ქალი მათ სათითაოდ აუპატიურებს... მე დამხმარე ბიჭები გამოვიძახე, საკანი იერიშით „ავიღეთ“ და იქიდან ცოცხალ-მკვდარი გაუპატიურებული თანამშრომლები გამოვიყვანეთ. ისინი ისეთი დაუძლურებულები იყვნენ, რომ სარეაბილიტაციოდ ერთი თვე დასჭირდათ და კარგა ხანს ქალის ხსენებაც აღარ უნდოდათ...“
შორეული რუსეთიდან საქართველოში დავბრუნდეთ და ერთი კოლორიტული ავტოინსპექტორი გავიხსენოთ. დღევანდელ მოგონებებს პოლკოვნიკი ალბერტ ლალიაშვილი დაასრულებს.
„ძველი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ „გაის“ ინსპექტორი კოლია ვალიევი, რომელიც ერთგვარი კოლორიტი იყო და მასზე მრავალ კურიოზს ყვებოდნენ. ეს ის ვალიევია, გორთან რომ ცეკას პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე გააჩერა, მის „ჩაიკას“ ნომრები მოხსნა, მძღოლს კი მართვის უფლება ჩამოართვა.
ერთხელ, კოლიას თავისი „დრანდულეტი“ მოტოციკლი გაუფუჭდა შუა ტრასაზე. გორამდე რომ ჩაეღწია, ახალთახალი „ჟიგული“ გააჩერა და შიგ მჯდომ ოთხ ახალგაზრდას, რომლებიც თბილისიდან მოდიოდნენ, ბუქსირზე ჩაბმა სთხოვა. ახალგაზრდები უარს როგორ ეტყოდნენ მილიციელს. ამიტომ, კოლიას მოტოციკლს ტროსი ჩააბეს, ვალიევი საჭეს მიუჯდა და ბიჭებს სთხოვა, რომ ნელა ევლოთ, რადგან მისი მოტოციკლი სწრაფ სვლას ვერ გაუძლებდა.
ერთი სიტყვით, „ჟიგული“ ადგილიდან დაიძრა და ბუქსირზე აყვანილი კოლია და მისი მოტოციკლიც ნელი სვლით წაიყვანეს. სულ რაღაც ათიოდე წუთში მანქანაში მსხდომმა ახალგაზრდებმა ანაშა გააბოლეს, გაბრუვდნენ, კოლიას თხოვნა დაავიწყდათ და გაზს მიაჭირეს... მოტოციკლი სწრაფად გაქანდა და აჭრაჭუნდა. შეშინებულმა კოლიამ კი ხელის ქნევა და ყვირილი დაუწყო „ჟიგულში“ მსხდომებს, რომ მათ სისწრაფე დაეგდოთ, მაგრამ ყმაწვილები ისე იყვნენ ანაშით გაბრუებულები, კოლია საერთოდ აღარ ახსოვდათ და გორის ტრასაზე „უბერავდნენ“... მაგრამ, უცებ, ერთ-ერთმა ყმაწვილმა უკან მოიხედა და შეშფოთებული მილიციელი რომ დაინახა, თავის მეგობრებს შესძახა: ძაღლები მოგვდევენ, ჩქარა მიაწექი, თორემ, თუ ჩაგვავლეს „კაიფისთვის“ გაგვწეწავენო.
მძღოლმა უფრო მიაჭირა გაზს, კოლიას „დრანდულეტმა“ კი ამას ვეღარ გაუძლო და ნაწილებად დაიშალა, საწყალი ვალიევი მოტოციკლიდან გადმოვარდა, ოციოდე მეტრი იფრინა და გზის პირას მდგარ საქათმეში გაერჭო თავით... ღვთის მადლით, კოლია სიკვდილს გადაურჩა, და მხოლოდ მარცხენა ხელი მოტყდა, ხოლო როცა გამოჯანმრთელდა, ხელმძღვნელობამ მას ახალთახალი მოტოციკლი „ურალი“ დაახვედრა“.