ჩეხური სუპი

ჩეხური სუპი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

5 კარტოფილი, 400 გ.  ქამა სოკო, 0.5 ჩ.ლ. ძირა, 2 დაფნის ფოთოლი, 7-8 მარცვალი ბაჰარი, კამა, 250 მლ. არაჟანი. “იშკებისთვის”- 4 ს.კ. ფქვილი, 250 მლ ნაღები, 2 ს.კ. არაჟანი, მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

2.5 - 3 ლიტრიან ქვაბში მოვათავსოთ დაჭრილი კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და ნახევრად მოვხარშოთ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქამა სოკო, დაფნის ფოთოლი, ბაჰარი, მდუღარე წყალი და ვხარშოთ კარტოფილის მომზადებამდე. “იშკების” ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს. ამოვიღოთ ქვაბიდან დაფნის ფოთოლი, “იშკების” მასა ნელ-ნელა ჩავასხათ ქვაბში და ვურიოთ. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 3 წუთი. მიტანისას თეფშზე მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ დაჭრილი კამა.

vinoge.com