"Billboard”-ის ”ნომინანტები ცნობილია

მიმდინარე წლის 22 მაისს, აშშ-ის ქალაქ ლას-ვეგასში ჩატარდება პრესტიჟული “Billboard Music Awards”-ის 2011 წლის გამარჯვებულების დასახელების საზეიმო ცერემონიალი. რამდენიმე დღის წინ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს მასში მონაწილე მუსიკოს-შემსრულებელთა სია.

 

ბარბადოსული ფესვების მქონე მომღერალი რიანა ერთდროულად 18 ნომინაციაში იქნება წარმოდგენილი. მას მეტოქეობას  რეპერი ემინემი გაუწევს, რომელიც  16 ნომინაციაშია დასახელებული.  “განუმეორებელი” Lady GaGa პირველობისათვის 12 ნომინაციაში იბრძოლებს. ზემოთ დასახელებული მუსიკოსების გარდა ამ ღონისძიების მონაწილეთა შორის აგრეთვე წარმოდგენილები იქნებიან ბრუნო მარსი, ჯასტინ ბიბერი, ნიკი მინაჟი, ტეილორ სვიფტი, კეშა, დრეიკი, U2, როჯერ უოტერსი და Bon Jovi.

 

“Billboard Music Awards”-ის ძირითადი ნომინანტების სია შემდეგნაირად გამოიყურება.

 

წლის მომღერალი

1.         ჯასტინ ბიბერი

2.         ემინემი

3.         Lady GaGa

4.         რიანა

5.         ტაილორ სვიფტი

 

წლის საუკეთესო ახალბედა მომღერალი

1.         ჯასტინ ბიბერი

2.         Taio Cruz

3.         კეშა

4.         ბრუნო მარსი

5.         ნიკი მინაჟი

 

საუკეთესო მომღერალი მამაკაცი

1.         ჯასტინ ბიბერი

2.         დრეიკი

3.         ემინემი

4.         ბრუნო მარსი

5.         აშერი

 

საუკეთესო მომღერალი ქალი

1.         კეშა

2.         Lady GaGa

3.         ქეით პერი

4.         რიანა

5.         ტაილორ სვიფტი

 

საუკეთესო დუეტი/ჯგუფი

1.         Black Eyed Peas

2.         Bon Jovi

3.         Lady Antebellum

4.         Linkin Park

5.         U2

 

საუკეთესო ტურნე

1.         Bon Jovi

2.         Michael Buble

3.         Lady GaGa

4.         U2

5.         როჯერ უოტერსი