ესპანეთის პოლიციამ ელ გრეკოსა და გოიას მოპარული ნახატები აღმოაჩინა

ესპანეთის პოლიციამ ელ გრეკოსა და გოიას მოპარული ნახატები აღმოაჩინა

როგორც Associated Press იუწყება, ესპანეთის პოლიციამ ელ გრეკოსა და გოიას ორი მოპარული ნახატები აღმოაჩინა, რომლებიც 1997 წელს გაიტაცეს.

 

2010 წლის ოქტომბერში პოლიციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ორი ნახატი უკვე გაყიდული იყო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ნამუშევარი ქალაქ ალიკანტეში, ერთ-ერთ კერძო სახლში აღმოაჩინეს, თუმცა პოლიცია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ კერძოდ ვისგან ამოიღეს ნახატები.

 

ქურდობამდე, ორივე ნახატი კერძო კოლექციონერს ეკუთვნოდა და ისინი მას შემდეგ დაიკარგა, რაც პატრონმა ნახატებს საზღვარგარეთულ გამოფენაზე დაულოცა გზა. მაშინ, პოლიციამ ნამუშევრები დაკარგული და მოპარული ნამუშევრების ბაზაში შეიტანა, რათა მძარცველებს მათი საზღვარგარეთ გატანაში დაბრკოლებები შექმნოდათ.

 

”ასეთი ცნობილი ავტორების ნამუშევრების შეფასება ძალიან რთულია, რადგან ისინი იშვიათად გამოაქვთ გასაყიდად” - აღნიშნავს სააგენტო. თუმცა2004 წელს ელ გრეკოს ”ქრისტეს ნათლობა” კრისტის აუქციონზე 1,449 მილიონ დოლარად გაიყიდა, ერთი წლით ადრე კი გოიას ”მკვდარი კურდღლები” იმავე აუქციონზე ბედნიერ მფლობელს 5 მილიონი დოლარი დაუჯდა.