შარლიზის და კიანუს 47 რომანი

შარლიზის და კიანუს 47 რომანი

შარშან შარლიზ ტერონი და კიანუ რივზი პაპარაცებმა ბევერლი ჰილზში რომანტიკული ვახშმობისას დააფიქსირეს. სწორედ მაშინ გავრცელდა ხმები, რომ წყვილის ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს სცილდებოდა. ახლა კი ეს ხმები დადასტურდა.

ამერიკულ ჟურნალ "სტარის“ ცნობით, ვარსკვლავები დიდ ბრიტანეთში ერთად ცხოვრობენ. სწორედ ამ ქვეყანაში იღებენ შარლიზ ტერონს დრამაში "პრომეთე“, ხოლო კიანუ რივზი აქვე მონაწილეობს სურათ "47 რონინის“ გადაღებებში.

ბოლო ხანებში ორივე მათგანი მარტოობას უჩიოდა. სტიუარტ ტაუნსენდომთან განშორების შემდეგ შარლიზ ტერონი არავის ხვდებოდა, არც კიანუ რივზს ჰყოლია ვინმე 2001 წელს მეუღლის ჯენიფერ საიმის გარდაცვალების შემდეგ. ბოლო ხანებში რივზი გამუდმებით დაღვრემილი დადიოდა. საკუთარ დაბადების დღესაც მსახიობი მარტოდმარტო, ქუჩაში შეხვდა და კაფეში კექსი და წვენი შეუკვეთა. იმედია, ახალი რომანი კიანუ რივზისთვის ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტების თქმით, ვარსკვლავური წყვილი ამის ნიშნებს უკვე ამჟღავნებს.

atb.ge