ძეხვეულის ოსტრი

ძეხვეულის ოსტრი

დაჭერით ძეხვი ან სოსისი ვიწრო და დიაგონალურ ნაჭრებად. გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, დაასხით ზეთი და დააყარეთ სოსისი. დაჭერით ხახვი წვრილად და მოაყარეთ სოსისს, როცა ერთი მხრიდან უკვე შეიბრაწება. ხახვი და ძეხვი თუშეთ ერთად, ხშირად მოურიეთ. ყურადღება მიაქციეთ არ დაიწვას.

როცა სოსისი შეიბრაწება და ხახვი დარბილდება - დაასხით პამიდორი, თუ მთლიანი პამიდვრებია - დააქუცმაცეთ (დაჭერით ან დაჭყლიტეთ). დაუმატეთ ხმელი ქინძიც (სურვილისამებრ). დაახურეთ თავზე და თუშეთ 4-5 წუთი, სანამ ოსტრის წვენი არ დაიწყებს დუღილს. ბუშტების გაჩენის შემდეგ, კიდევ უფრო ჩაუწიეთ და დატოვეთ  2-3 წუთიც. თან მოაყარეთ მარილი-პილპილ-წიწაკა.

დაჭერით ან დაჭყლიტეთ ნიორი, მწვანილიც წვრილად დაჭერით და მოაყარეთ უკვე ცეცხლიდან გადმოდგმულ კერძს. მოურიეთ და გააჩერეთ ასე კიდევ 3 წუთით.

ინგრედიენტები:

სოსისი - 5 ცალი,

ხახვი - 1 საშუალო თავი,

პამიდორი ქილაში - 400გრ,

ნიორი - 3 კბილი,

ოხრახუში -  ½ კონა,

ზეთი - 1 სადილის კოვზი,

მარილი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი - გემოვნებით.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.

perfectcook.org