იერუსალიმში ებრაული უნივერსიტეტის მეცნიერებმა მეფე ჰეროდეს თეატრი აღმოაჩინეს. აღმოჩენის განსაკუთრებულ ფასეულობას, როგორც არქეოლოგები ამბობენ, მშვენივრად შენახული ფრესკები შეადგენს.
გათხრებისას პატარა ამფითეატრი აღმოაჩინეს. ის 750 მაყურებლისთვის იყო გათვლილი და განსაკუთრებით საპატიო სტუმრებისთვის ცალკე ლოჟა ჰქონდა მიშენებული.
როგორც სწავლულები ვარაუდობენ, თეატრი შესაძლოა პირდაპირ კავშირში იყოს იუდეაში რომის იმპერიის გამოჩენილი პოლიტიკოსის და მხედართმთავრის, მარკ აგრიპას სტუმრობასთან. ის იერუსალიმში ჩვენს ერამდე 15 წელს იმყოფებოდა.
არქეოლოგებმა „სამეფო ლოჟას“ ერთ-ერთი კედლის გამოსახულებები მთლიანად ამოხსნეს. მანერა, რომლითაც კედელია მოხატული, ძალიან წააგავს ფრესკებს, რომლებიც წინათ რომსა და პომპეიში აღმოაჩინეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თეატრის მოსახატად ჰეროდე პირველმა მხატვრები რომის იმპერიიდან ჩაიყვანა.
ჰეროდე პირველი დიდი ქრისტემდე 37-4 წლებში მმართველობდა.