რენე ჰარლენის ფილმს – "აგვისტოს 5 დღე", რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ასახავს, მაყურებელი ვალენსიაში სათავგადასავლო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ნახავს.
ფილმის ჩვენება 15 აპრილს იგეგმება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ესპანეთში უკვე გაემგზავრა.
ჰოლივუდის ქართული პროექტი 5-დღიან საერთაშორისო ფესტივალს დახურავს. ჩვენებას ფილმის რეჟისორი რენე ჰარლენი და მსახიობები დაესწრებიან.
რუსული აგრესიის შესახებ გადაღებულ ფილმში მიხეილ სააკაშვილის როლს ცნობილი მსახიობი ენდი გარსია ასრულებს. კინოსურათის დიდ ეკრანებზე ნახვის საშუალება ევროპელ და ქართველ მაყურებელს ზაფხულში ექნება.