გერმანელების მორიგი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ, ვინაიდან სისხლში შაქრის დონის მატება ტვინის უჯრედების მუშაობას აუმჯობესებს.
კვლევის პერიოდში მსურველი-მონაწილეები სხვადასხვა ტესტებს გადიოდნენ. შედეგად კი გაირკვა, რომ მონაწილეთა ჯგუფმა, რომელმაც გამოცდის წინ მიირთვა ტკბილი სასმელი უფრო გამართლებულ და გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს იღებდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი დამოკიდებულება ენერგიის მატების გამო ვლინდება და დანაყრებულ მდგომარეობაში ადამიანი მზადაა ხანგრძლივი და სერიოზული ამოცანების განსახორციელებლად. სისხლში კი შაქრის დაბალი დონის შემთხვევაში ორგანიზმი მოდუნებულია და ადამიანი საქმეზე მეტად საკვებზე ფიქრობს.