ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ევა ლონგორიამ, რომელიც თავის პირველ კულინარიულ წიგნთან დაკავშირებით დევიდ ლეტერმანის შოუში გახლდათ მიწვეული, მოულოდნელად სტრიპტიზი მოაწყო. საქმე ის გახლდათ, რომ მსახიობმა გადაწყვიტა, თავი ორიგინალური სამოსითაც მოეწონებინა და პირდაპირ ეთერში სმოკინგითა და შორტებით გამოცხადდა.
როგორც შემდეგ გაირკვა, ვარსკვლავს ქვედა საცვალიც არ ეცვა. როდესაც დევიდ ლეტერმანი დაინტერესდა, თუ სად გამოეწყო ევა ასე, მსახიობმა ხუმრობით უპასუხა, რომ ეს სმოკინგის მხოლოდ ნაწილი გახლდათ. მაგრამ ამ პასუხში სიმართლის მარცვალიც ერია.
სწორედ ამის გამო ჩავარდა მსახიობი უხერხულ მდგომარეობაში. მოულოდნელად პიჯაკის ზედა ღილი გაიხსნა და ვარსკვლავის ცალი ძუძუ მაყურებელმა მთელი თავისი მშვენიერებით იხილა. ევა არ დაიბნა და მკერდზე სასწრაფოდ დაიფარა ხელი. რაც შეეხება მაყურებელს, ამ შემთხვევის წყალობით მას ლონგორიას კულინარიული შედევრი არასოდეს დაავიწყდება.
atb.ge