BBC–ის არქივში ნაპოვნია "ანნა კარენინას“ ეკრანიზაცია, რომელშიც მამაკაცი მსახიობის მთავარ როლს ახალგაზრდა შონ კონერი ასრულებს, იუწყება BBC News. სატელევიზიო ფილმი BBC Television–თვის 1961 წელს იქნა გადაღებული.
შონ კონერიმ გრაფ ალექსეი ვრონსკის გმირის როლი შეასრულა. ანნა კარენინას როლი კი კლერ ბლუმმა განასახიერა. ფილმის რეჟისორი რუდოლფ კარტიე იყო, რომელსაც ისეთი ნაწარმოებების ეკრანიზაცია ეკუთვნის, როგორიც არის ბრონტეს "ჭექა–ქუხილის უღელტეხილი“ და შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი“.
კარტიეს ფილმი "ანნა კარენინა“ ეთერში პირველად 1961 წელს გამოვიდა. იმ ეპოქის "ბი–ბი–სი“– ის ფილმების უმრავლესობა დაკარგულია. ფირებზე, რომლებზეც ეს ფილმები იყო გადაღებული, სხვა მასალები ჩაწერეს, უმეტეს შემთხვევაში კი უბრალოდ გადააგდეს.
ვარაუდობდნენ, რომ "ანნა კარენინას“ ფილმსაც ეს ბედი ეწია. თავად კონერისაც ბოლო მომენტამდე ეგონა, რომ ამ ფილმების ასლები აღარ მოიძებნებოდა.
"ბი–ბი–სი“ "ანნა კარენინას“ DVD-ზე გამოშვებას გეგმავს.