რეჟისორი ჯენი ეში ბობ მარლიზე ავტობიოგრაფიული ფილმის გადაღებას გეგმავს, იუწყება საიტი ContactMusic. "მხატვრული ფილმი ბობ მარლიზე ჯერ არავის გადაუღია. ჩემს სურათში მსურს მუსიკოსი არა ლეგენდად, არამედ ცოცხალ ადამიანად წარმოვაჩინო.“ - განაცხადა რეჟისორმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, სურათში უდიდესი ყურადღება მუსიკოსის ლონდონში გატარებულ წლებს დაეთმობა. ეს ის პერიოდია, როდესაც მარლიმ მისი ყველაზე ცნობილი ალბომი, "Exodus" ჩაწერა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ ითამაშებს ფილმში მთავარ როლს, ამასთან რეჟისორს ჯერ არ აუღია მარლის სიმღერების გამოყენების უფლება.
ჯენი ეში აქამდე სატელევიზიო ფილმებით იყო ცნობილი. ამასთან, მომღერლების ცხოვრებისადმი ინტერესი ადრეც გამოუხატავს. ასე მაგალითად, 2003 წელს, მან პოპილარულ ამერიკელ მომღერალზე, დოლი პარტონზე დოკუმენტალური ფილმი გადაიღო.