პოპულარული მსახიობი – მილა იოვოვიჩმა გამომცემლობა Vulture-ს განუცხადა, რომ მალე “ბოროტების სავანის“ მეხუთე ნაწილს გადიღებენ. მსახიობის სიტყვებით, “ბოროტების სავანე 4: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“ ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა, რომელიც კინოგაქირავების სიაში ლიდერობს. აქედან გამომდინარე, ფილმის გაგრძელების გადაღება ეჭვის ქვეშ არ დგას.
იოვოვიჩმა აღნიშნა, რომ მის მეუღლეს პოლ ანდერსონს, რომელიც ოთხივე ფილმის შექმნაში იღებდა მონაწილეობას, უკვე აქვს შესაბამისი იდეები მეხუთე ნაწილისთვის. გარდა ამისა, მსახიობმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ის და მისი ქმარი Twitter-ში აქტიურად აწარმოებენ სერიის ფანატებთან მიმოწერას, ამიტომ ახალ ფილმში მათი სურვილებიც იქნება გათვალისწინებული.
ფილმმა “ბოროტების სავანემ“ გასულ წელს 27,7 მილიონი აშშ დოლარის მოგება ნახა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლების რაოდენობა 73 მილიონით განისაზღვრა.
სიუჟეტის მიხედვით, ფილმის მთავარი გმირი ქალი სახელად ელისი ზომბი–ვირუსის ეპიდემიის შემდეგ გადარჩენილებს ეძებს. მილა იოვოვიჩის გარდა მთავარ როლებს ელი ლარტერი და ვენტვორტ მილერი ასრულებენ.