აბრამოვიჩი ლაზერით შეიარაღდა

აბრამოვიჩი ლაზერით შეიარაღდა

რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა იპოვა თავისი ცხოვრების დასაცავი მეთოდი. თავის გიგანტურ იახტაზე ბიზნესმენმა პაპარაცებისგან თავის დაცვის სპეციალური სისტემა დააყენა.

აბრამოვიჩის მეგა-იახტის ფირზე აღბეჭდვა, რომელზეც დიდი ხანია, ნადირობენ ფოტოგრაფები, ახლა უკვე შეუძლებელი იქნება.

როგორც ცნობილი გახდა, ხომალდი აღჭურვილია პაპარაცებისგან თავის დასაცავი ლაზერის ფარით. სისტემას თანამედროვე კამერების სინათლის მგრძნობიარე ელემენტების მუშაობის დაფიქსირება შეუძლია. ამ შემთხვევაში ფოტოაპარატის მიმართულებით გაუშვებენ ლაზერის სხივს, რომელიც მომენტალურად აფუჭებს კადრს.

პაპარაცებს ძველებური კამერებით ჯერ კიდევ აქვთ შანსი, გადაიღონ სასურველი სურათები. ძველ ფოტოაპარატებს, სისტემა, უბრალოდ, ვერ დაინახავს. თუმცა აბრამოვიჩის მრავალრიცხოვან დამცველებს ეს არ აღელვებთ, რადგან უხარისხო ფოტოები თავად პაპარაცებსაც არაფერში არგიათ.