რამდენიმე დღის წინ ლონდონში ინგლისელმა ჯეიმს ფილდსმა ე.წ. „ბანჯი-ჯამპინგის“ რეკორდი დაამყარა - 1 საათში 42 ნახტომის გაკეთება მოახერხა და გინესის წიგნშიც მოხვდა.
წინა რეკორდი სულ 19 ნახტომი იყო.
ჯეიმსი თავიდან 25-ის გაკეთებას ვარაუდობდა. ის სპეციალური 10-მეტრიანი თოკით 50 მ სიმაღლიდან ხტებოდა თაუერ-ბრიჯის წინ დაყენებული ამწიდან.
რეკორდსმენის თქმით, ხტომისას ყველაზე მთავარი კონცენტრაციაა, რადგან თავში სისხლის სწრაფი მოწოლისას გონების დაკარგვა ადვილია.