16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და კინოგაქირავების პუნქტში დაიწყო მუშაობა, სადაც პირველად ეზიარა კინემატოგრაფის სიყვარულს. შემდგომში ის პორნოფილმების კინოთეატრში მუშაობდა კონტროლიორად.
კვენტინ ტარანტინო ორგანიზაცია „მენსას” წევრია. ამ ორგანიზაციაში ისინი არიან გაწევრიანებულები, რომელთა IQ მსოფლიო მოსახლეობის 98 პროცენტზე მაღალია. ტარანტინო ამ ორ პროცენტში შედის. მისი IQ 160-ს აღემატება.
კვენტინ ტარანტინო, როგორც თვითონ აღიარებს „ფუტ ფეტიშისტია”, მას განსაკუთრებული ლტოლვა აქვს ქალის ფეხებისა და ფეხის თითებისადმი.
კვენტინ ტარანტინოს თავის ფილმებში არ უყვარს რეკლამების გამოყენება ეგრეთ წოდებული „პროდუქტ პლეისმენტი” და მის ფილმებში მთავარი გმირები, ძირითადად, მის მიერვე მოგონილ სავაჭრო ნიშნებს გამოიყენებენ. მაგალითად: სიგარეტი „რედ ეფლ” ან ბურგერი „ბიგ კაჰუნი”.
ტარანტინოს წყალობით ჰოლივუდში „მეორე სიცოცხლე” დაიწყეს ერთ დროს საკულტო და ცნობილმა მსახიობებმა: ჯონ ტრავოლტამ „კრიმინალური საკითხავი”, დევიდ კერედაინმა „მოკალი ბილი”, ლოურენს ტირნმა „ცოფიანი ძაღლები”, პემ გრიერმა და რობერტ ფორსტერმა „ჯეკი ბრაუნი”, კრისტოფ ვალცმა „უსახელო ნაბიჭვრები”.
საყვარელ რეჟისორებად, რომლებმაც მის კარიერაზე გავლენა იქონიეს ტარანტინო მარტინ სკორსეზეს, ბრაიან დე პალმას, სერჯიო ლეონეს და ჟან ლიუკ გოდარს მიიჩნევს.
ახალგაზრდობაში კვენტინ ტარანტინომ ათი დღე გაატარა ციხეში. რეჟისორი პარკინგის ქვითრების გადაუხდელობის გამო მოათავსეს წინასწარი დაკავების საკანში, სადაც მან 10 დღე გაატარა. შემდგომ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა 7 ათასი დოლარის ოდენობით და გათავისუფლდა. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტარანტინოს პრობლემები ჰქონდა სამართალდამცველებთან. 15 წლის ასაკში ტარანტინომ კალიფორნიაში, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიიდან ელმორ ლეონარდის კრიმინალური მოთხრობა „ტყუილი” მოიპარა. აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ, კვენტინ ტარანტინომ ლეონარდის მოთხრობის მიხედვით გადაიღო ფილმი „ჯეკი ბრაუნი”.
თავისი პირველი ფილმის, „ცოფიანი ძაღლების” სცენარი კვენტინ ტარანტინომ სამ კვირაში დაწერა. ის მზად იყო, რომ ფილმი მინიმალური დანახარჯით, 16-მილიმეტრიანი კამერით, შავ-თეთრ ფირზე გადაეღო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სცენარით ჰარვი კეიტელი, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი დაინტერესდა, ფილმის ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი დოლარით მოიმატა.
კვენტინ ტარანტინოს მუზა უმა ტურმანია. რეჟისორის თქმით, მას პლატონურად უყვარს უმა და მისთვის ის ნამდვილი შთაგონების წყაროა. საგულისხმოა, რომ „მოკალი ბილის” გადაღებების დაწყებას ტარანტინო ჯერ კიდევ 2001 წელს აპირებდა, თუმცა ტურმანის ფეხმძიმობის გამო გადაღება გადაიდო.
ცნობილია, რომ კვენტინ ტარანტინოს დიდი სურვილი აქვს, გადაიღოს ფილმი ჯეიმს ბონდზე. თუმცა, ამის გაკეთებას ის კარიერის ბოლოსკენ გეგმავს.
ერთხანს კვენტინ ტარანტინოს პორნოგრაფიული ფილმის გადაღება უნდოდა. მთავარ როლებზე ჰოლივუდის ვარსკვლავების მიწვევას გეგმავდა და წინასწარი სცენარიც ჰქონდა დაწერილი. ფილმი 3D ფორმატში უნდა გადაღებულიყო, თუმცა ტარანტინომ მისი გადაღებაც გადაიფიქრა.