ყოფილი ოფიციანტი - ანგელა მერკელი

ყოფილი ოფიციანტი - ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი  ბერლინის ცენტრში, საკუთარ ბინაში ცხოვრობს. მერკელის ბინის წინ ცნობილი პერგამონის მუზეუმი მდებარეობს, რომლის სახურავზე არსებული ვიდეოკამერის ობიექტივში კანცლერის ბინა მთლიანად ჩანდა და ამ ფაქტის გამო გერმანიაში რამდენიმე წლის წინ სკანდალი აგორდა. მერკელის სახლი მრავალბინიანია და თავად კანცლერი მეოთხე სართულზე ცხოვრობს. ცნობისთვის, მერკელის წინამორბედი, გერჰარდ შროდერი, ფედერალური მთავრობის ხარჯზე, 200 კვადრატული მეტრი ფართობის სამსახურებრივ ბინაში ცხოვრობდა, მერკელმა კი მეუღლესთან, პროფესორ იოაჰიმ ზაუერთან ერთად, საკუთარ ბინაში ცხოვრება ამჯობინა. საინტერესოა, რომ 2009 წლის 25 აპრილს მერკელის სახლთან ახლოს, სარდაფში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოური ჭურვი აღმოაჩინეს  და კანცლერს პოლიციელები სახლში არ უშვებდნენ აფეთქების საშიშროების გამო.

თავისუფალ დროს ანგელა მერკელს მთაში უყვარს ყოფნა, ტიროლში მას საყვარელი სასტუმრო ეგულება, სადაც ის საკუთარი ხარჯით ისვენებს. გარდა ამისა, კანცლერს აქვს აგარაკი ბერლინთან ახლოს, ბონში ყოფნის პერიოდში კი ანგელა მერკელი ასევე საკუთარ ბინაში ჩერდება (ბინა ოთახნახევრიანია).

ტანსაცმელს გერმანიის კანცლერი საკუთარი ხარჯებით იძენს. ანგელა მერკელს იშვიათად აცვია კაბები ან ქვედაბოლოები, უპირატესობას ის მკაცრ, მამაკაცურ კოსტიუმებს ანიჭებს. მერკელს საკუთარი მკერავი ჰყავს – ჰამბურგელი ბეტინა შენბახი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, კანცლერის ბინაში აკეთებს აზომვებს და შემდგომ სამკერვალოში კერავს ძირითადად შავ შარვლებს ბლეიზერთან შეხამებით, სამ ან ოთხ ღილზე.

დილაობით გერმანიის კანცლერი ყავის ნაცვლად პიტნის ჩაის სვამს. მერკელი თავად იძენს პროდუქტებს სახლისთვის ახლო მდებარე მარკეტებში. კანცლერის საყვარელი კერძებია: სპაგეტი „ბულონიეზე“ და მწვანე კომბოსტოს სუპი.

ანგელა მერკელს ძაღლების ეშინია.

ანგელა მერკელს ჩანთაში მუდამ უდევს მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი შMშ-ით უკავშირდება მინისტრთა კაბინეტს და აძლევს შესაბამის დავალებებს. სწორედ მერკელმა დანერგა ურთიერთობის მსგავსი საშუალება გერმანელ ჩინოვნიკებში. გარდა ამისა, კანცლერს ხელჩანთაში მუდამ აქვს ბლოკნოტი და ფანქარი, სახის პუდრი და სათვალე (ანგელა მერკელი ახლომხედველია). ცნობისთვის, ანგელა მერკელი არ ხმარობს სუნამოს, არ უყვარს საყურეების, სამაჯურებისა და ბეჭდების ტარება.

ახალგაზრდობის საკითხებში მინისტრად მუშაობის პერიოდში ანგელა მერკელი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. ცნობისთვის, მერკელი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი იყო – დანიშვნის მომენტში იგი 36 წლის გახლდათ.

ანგელა მერკელი ჰოროსკოპით „კირჩხიბია“. კანცლერს უყვარს კლასიკური მუსიკა, განსაკუთრებით კი – რიჰარდ ვაგნერის ოპერები. უცხო ენებიდან მერკელი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. კანცლერის საწერ მაგიდაზე მუდამ დგას რუსი იმპერატრიცას – ეკატერინას პორტრეტი.

სტუდენტობის პერიოდში ანგელა მერკელი, მეგობრებთან ერთად, მოცვით სპეკულანტობდა. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში „ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობის ამხანაგობა” კერძო პირებს ერთ კილოგრამ მოცვში 4 მარკას უხდიდა. თუმცა, იმის გამო, რომ კენკრით ვაჭრობა სახელმწიფო დოტაციაზე იყო, მოცვი და სხვა კენკროვანი კულტურები მიმღებ ფასზე იაფად – კილოგრამი 2 მარკად იყიდებოდა. მერკელი და მისი მეგობრები მოცვს 4 მარკად აბარებდნენ, შემდგომ კი რომელიმე მათგანი მიდიოდა, 2 მარკად ყიდულობდა და შემდგომ კვლავ 4 მარკად აბარებდა.

ანგელა ამერკელი საფეხბურთო კლუბ კოტბუსის „ენერჯის” საპატიო წევრია.

ყველაზე ჭკვიან ადამიანებად ანგელა მერკელს ფიზიკოსი მარი კიური, პოლიტიკოსი ლუდვიგ ერჰარდი და ფილოსოფოსი არისტოტელე მიაჩნია.

სტუდენტობის პერიოდში ანგელა მერკელი ოფიციანტად მუშაობდა დისკო-კლუბში.

ანგელა მერკელის საყვარელი მსახიობი ამერიკელი რობერტ რედფორდია.