1812 წლის ომის დროს მოსკოვის მაღალ საზოგადოებაში ფრანგულ ენაზე ლაპარაკისთვის ჯარიმას ახდევინებდნენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო საზღვაო „დაჭერებიდან“ თევზი 85 პროცენტია, ვეშაპი – 6 პროცენტი, მოლუსკები და კიბოსნაირები – 8 პროცენტი, დანარჩენი კი – წყალმცენარეები.
მეოცე საუკუნის 20-იან წლებში პოეტმა-კონსტრუქტივისტმა სელვინსკიმ წინადადება წამოაყენა რუსულ ენაში პუნქტუაციის რეფორმის შესახებ. მაგალითად, კითხვისა და ძახილის ნიშნები წინადადების ბოლოდან გადმოეტანათ წარმოთქმისთვის უფრო შესაფერის პოზიციაში – თუნდაც შუა სიტყვაში.
ხელის ჩამორთმევის რეკორდი პოლიტიკოსებს შორის თეოდორ რუზველტს ეკუთვნის: მან ერთ-ერთ საახალწლო მიღებაზე თეთრ სახლში 8 513 ადამიანს ჩამოართვა ხელი.
პირველი ბიგმაკი ქალაქ პიტბურგში გამოჩნდა 1968 წელს. ის 7 კომპონენტისგან შედგებოდა, რომელთა შორის ერთ-ერთს რომანტიკული სახელი – „ათასი კუნძული“ დაარქვეს.