ფიზიკოსებმა რადიაციის უცნობი ფორმა აღმოაჩინეს

ფიზიკოსებმა რადიაციის უცნობი ფორმა აღმოაჩინეს

ადამიანმა პირველად შეძლო, ჩაეხედა სამყაროს ყველაზე ადრეულ „ბავშვობაში“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – ანუ, როდესაც ის დაბადებიდან სულ რაღაც 100-დან 300 წლამდე ასაკის იყო. ამერიკელმა მეცნიერებმა უფრო ზუსტად შეისწავლეს „მისი სინათლის ანაბეჭდი“, ვიდრე თავისი არსით წარმოადგენს კოსმოსური მიკროტალღური ფონური გამოსხივება (კიდევ მას რელიქტურს უწოდებენ) და შეძლეს, მიეღოთ უფრო ზუსტი ცნობები იმ დროს მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესახებ. აგრეთვე, აღმოაჩინეს რადიაციის აქამდე უცნობი ფორმის ნიშნები. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მატერია მთლად ისე არ იქმნებოდა, როგორც მანამდე ფიქრობდნენ.

უფრო მაღალი გარჩევადობით, ხმაურებისა და სხვა დაბრკოლებებისგან მნიშვნელოვნად გასუფთავებული მონაცემები მგრძნობიარე აპარატურის საშუალებით მიიღეს, რომლებიც ორბიტულ ობსერვატორია Pლანცკ-ზე და „ნასას“ კოსმოსურ აპარატ WMAP-ზეა დადგმული და განკუთვნილია სახელდობრ რელიქტური გამოსხივების ანალიზისთვის.

თანამედროვე შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორ ფორმირდებოდა სამყარო, ძირითადად, დადასტურდა, თუმცა, გამოვლინდა გადახვევა „სტანდარტისგან“ – აღმოჩნდა რელიატივისტური ნაწილაკები, რომელთა წყაროს არ წარმოადგენს რელიქტური გამოსხივება. მკვლევრებს აქვთ ორი ჰიპოთეზა: პირველის თანახმად, შეიძლება, ვილაპარაკოთ ეგრეთ წოდებულ „გარეულ“ ნეიტრონზე (სუბატომური ნაწილაკები, ელექტრულად ნეიტრალური, ძალზე მცირე, პრაქტიკულად, გაუზომავი მასით). ტერმინი „გარეული,“ მოცემულ შემთხვევაში, ნიშნავს, რომ ეს ნაწილაკები, რომლებიც სამყაროს „შექმნაში მონაწილეობდნენ“, სულაც არ არიან ისეთები, როგორიც ნეიტრონები, რომლებიც ამჟამად ფორმირდებიან.

მეორე ჰიპოთეზის თანახმად, უცნობი გამოსხივება თავის წარმოშობას უნდა უმადლოდეს, ასევე, უცნობი ბნელი ენერგიის ფორმას, რომელიც სამყაროს ადრეულ დღეებში, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩვენს დროში. ბნელი ენერგია – ეს ანტიგრავიტაციული ძალაა, რომელიც სამყაროს გაფართოებას აჩქარებს.