ქალები და… მამაკაცები

ქალები და… მამაკაცები

მამაკაცი და ქალი ორი ერთმანეთისგან განსხვავებული არსებაა. მართალია, ორივე ადამიანია, მაგრამ, ბუნებამ ისე მოაწყო, რომ მათ ერთმანეთი შეევსოთ. არ გჯერათ? – ვნახოთ ფაქტები...

თუმცა, სანამ ფაქტებს წაიკითხავდეთ, აღიარეთ: ქალების უმრავლესობა უკვე ბავშვობაში ხვდება, რომ განსხვავება სქესებს შორის თვალშისაცემია, მეცნიერები კი ამ განსხვავებებს ითვლიან და საზოგადოებას აცნობენ:

მოზრდილი ქალის ტვინი 200 გრამით უფრო მსუბუქია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცი ქალზე ჭკვიანია. ასე რომ იყოს, გორილა გენიოსი იქნებოდა – მისი ტვინი ხომ ყველა არსების ტვინზე (მამაკაცისაზეც) ბევრად მძიმეა.

ქალები ნაკლებად ოფლიანობენ, თავს კი მეტად უვლიან.

ქალები ნაკლებად აგრესიულები, ნაკლებად ბოღმიანები და შურისმაძიებლები არიან. საქმე ტესტოსტერონშია, რომელსაც კაცის ორგანიზმი ათჯერ მეტს გამოიმუშავებს. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გაამწარო ქალი, რომ მან თავში ლარნაკი გესროლოს.

ქალი არასდროს ლაპარაკობს მხოლოდ ყურადღების მისაქცევად ისეთ საკითხებზე, რაც არ ესმის, ანუ, რაშიც კომპეტენტური არ არის. მამაკაცი პირიქით იქცევა.

სამწუხარო ფაქტია ის, რომ მთელ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ქალების დაავადების რიცხვი 2,5-ჯერ მეტია. იმიტომ, რომ, უსაფრთხო სექსის დროსაც კი, მათ დაავადების შანსი მეტი აქვთ.

მამაკაცს ყოველდღიურად ქალზე 700 კილოკალორიით მეტი საკვები სჭირდება, იმ მიზეზით, რომ მამაკაცის სხეულის ტემპერატურა მაღალია, ხოლო ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა – დაჩქარებული.

ქალის კანი მამაკაცის კანზე ადრე ბერდება. ქალის კანის ზედა შრე – ეპიდერმისი – გაცილებით მგრძნობიარეა გარეშე ფაქტორების მიმართ. ამიტომაც, ქალის კანს მუდმივი მოვლა სჭირდება.

მამაკაცების 44 პროცენტი საერთოდ ვერ ხედავს საკუთარ ნაკლს, ქალების უმრავლესობა კი მეტისმეტად კრიტიკულად აფასებს თავის გარეგნობას.

თუ ქალი საუბრისას გეუბნებათ – „დიახ“! ეს ნიშნავს, რომ გისმენთ. რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცზე. ისინი ძალიან იშვიათად უსმენენ მოსაუბრეს, მით უმეტეს – ქალს.