კარტოფილი და სტაფილო გათალეთ და დაჭერით 1 სანტიმეტრის სიდიდის კუბებად. ასევე დაჭერით ღეროვანი ნიახურის ტოტი. თუ “მწვანილ“ ნიახურს იყენებთ, მაშინ ნიახური კონად შეკარით და ისე ჩააგდეთ ბულიონში, შემდეგ ამოიღებთ და გადააგდებთ.
გაფცქვენით ხახვი და ჩაარჭვეთ შიგ მიხაკი და დაფნის ფოთოლი. ქვაბი შედგით ცეცხლზე და ჩაუშვით კარაქი. ჩაამატეთ დაჭრილი სტაფილო და ნიახური, დროდადრო მოურიეთ; როცა მოთუშული ბოსტნეული ფერს იცვლის, ჩაამატეთ კარტოფილი, ხახვი და დაასხით ცხელი ბულიონი ან უბრალოდ წყალი. ადუღეთ 20 წუთი.
გარეცხეთ და დაჭერით პრასი წვრილად, ჩაამატეთ ქვაბში და გააგრძელეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე, კიდევ 10 წუთით. ამოიღეთ ქვაბიდან ხახვი დაფნის ფოთოლით და მიხაკით. ამოიღეთ ქვაბიდან ბოსტნეულიც 1/3-ის რაოდენობით. ეს მასა დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ, დაამატეთ ნაღები და კარგად მოურიეთ. ჩააბრუნეთ ეს დაბლენდერებული მასა ქვაბში მოურიეთ და შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და მუსკატის კაკალით (ეს დაახეხეთ გემოვნებით, მთლიანი არ ჩააგდოთ). თუ თქვენს გემოვნებაზეა შეკმაზული – გადმოდგით ცეცხლიდან.
სოკოს ჩათუშვა შეგიძლიათ წვნიანის მომზადების დროსვე, სანამ წვნიანის ბულიონი მზადდება. გაასუფთავეთ და გაარჩიეთ სოკო დაზიანებული ადგილისაგან; თუ დიდი ზომის სოკო არ არის, მათი დაჭრა საჭირო არ არის. შედგით ტაფა ცეცხლზე და ჩაუშვით კარაქი, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ, სანამ არ ჩარბილდება, დაამატეთ სოკოც და გააგრძელეთ თუშვა დაახლოებით კიდევ 5 წუთით.
როცა სოკოც ჩათუშულია და წვნიანიც მზად არის ჩაუშვით სოკოს მასა სუფში, მოურიეთ და შეაბრუნეთ ცეცხლზე 5 წუთით. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ინგრედიენტები:
კარტოფილი – 700 გრ,
სტაფილო – 250 გრ,
ღეროვანი ნიახური – 1 ტოტი,
პრასი – 1 ცალი,
ხახვი – 1 ცალი,
დაფნის ფოთლი – 1 ცალი,
მიხაკი – 2 ცალი,
კარაქი – 40 გრ,
ბოსტნეულის ბულიონი – 1.5 ლიტრი,
ნაღები – 125 მლ.ლ,
მარილი,
შავი პილპილი,
მუსკატის კაკალი,
მანჭყვალა ან ქათმისბარკალა სოკო – 100 გრ,
კალმახა (ხის სოკო)– 100 გრ,
ქამა სოკო – 100 გრ,
ხახვი – 1 ცალი,
მწვანილები – ქინძი, კამა, ოხრახუში.
perfectcook.org/