Pink Floyd -ის ზოგიერთი ალბომი iTunes, Amazon.com და სხვა ინტერნეტ – მაღაზიებში აღარ იყიდება, იუწყება საიტი СlashMusic. ჯგუფის ჩანაწერების გაყიდვიდან გაქრობის მიზეზი EMI- თან ვადაგასული კონტრაქტია. Pink Floyd - მა ხმისჩამწერ კომპანიასთან ორი კონტრაქტი გააფორმა: პირველში ლაპარაკი იყო ყველა ალბომზე, რომელიც “The Dark Side of the Moon” - მდე გამოუშვეს, მეორეში კი – ჯგუფის სხვა ყველა დანარჩენ ფირებზე.
Pink Floyd - მა დისკი “The Dark Side of the Moon” 1973 წელს გამოუშვა. ამის შემდეგ ჯგუფმა ისეთი ცნობილი ალბომები დაწერა და გამოსცა, როგორიცაა „The Wall“, “Animals” და “Wish You Were Here”. იმის გამომ რომ EMI-თან გაფორმებულ კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ამ ალბომების ყიდვა ქსელში აღარ შეიძლება.
კონტრაქტის გასვლის შესახებ Pink Floyd - მა იცოდა, მათ თანამშრომლობა სხვა მსხვილმა კომპანიებმაც შესთავაზეს, მაგრამ მოლაპარაკებები გაიწელა. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს EMI გამოუშვა კომპილაცია “Oh, By The Way“, რომელშიც Pink Floyd-ის 14 სტუდიური ალბომი შევიდა. ამ გამოცემის ყიდვა iTunes -ზე დღესაც არის შესაძლებელი.