დიდი ინგლისელი მწერლის – ჩარლზ დიკენსის გუთვნილი სამელნე რამდენიმე დღის წინ, დიდ ბრიტანეთში საკმაოდ დიდ ფასად– 1500 დოლარად გაიყიდა.
ადამიანმა, რომელმაც დიკენსის ლეგენდარული სამელნე აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა, 20 წლის წინ ლონდონის ანტიკვარიატის ბაზარზე სულ რაღაც 40 დოლარად შეიძინა.
სამელნესთან ერთად, იყიდებოდა საგაზეთო სტატია, როგორც ფაქტის დადასტურება, რომ სავაჭროდ გამოტანილი ნივთი ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსს ეკუთვნოდა.
ბრიჯაოს მრგვალი სამელნე იმ საწერ მაგიდაზე იდო, სადაც ჩარლზ დიკენსი უკანასკნელ რომანს თხზავდა.