„გაოცებული“ მამუკა კიკალეიშვილი

„გაოცებული“ მამუკა კიკალეიშვილი

კახი კავსაძეს და მამუკა კიკალეიშვილს ფილმ „დონ კიხოტში“ იღებდნენ. მაშინ კახი ძალიან გახდა როლისთვის, დაახლოებით, 25 კილო დაიკლო, მამუკამ კი ისე მოიმატა ორმოცდაათი კილო, ტყავში ვეღარ ეტეოდა.

მოკლედ, რომ იტყვიან, ორივემ მსხვერპლი გაიღო ამ ფილმისთვის. ერთ კადრში მთაზე ადიან კახი და მამუკა. კახი თავისუფლად ადის, მამუკა კი ქლოშინ-ქლოშინით მიჰყვება უკან. რეჟისორის ასისტენტი მსახიობებს დაბლიდან აძლევს მითითებებს და ხმამაღლა უყვირის: ბატონო კახი მარჯვნივ... ბატონო კახი მარცხნივ... ბატონო კახი ისევ მარჯვნივ და ასე შემდეგ.

მოკლედ, დაიღალა მამუკა, შეჩერდა. კახიმ ჰკითხა, რა იყო, ვეღარ მომყვებიო. მამუკამ ამოიქლოშინა და კახის თავის კილოზე უთხრა, ბატონო კახის რომ გეძახიან გევასებაო? კახიმაც უპასუხა: დიახ, მევასებაო.

მამუკა გაბრაზდა და კახის შესჩივლა: მე კიდე, პროსტო მამუკას მეძახიანო. კახიმ გაიკვირვა და ჰკითხა: კი მაგრამ, რამდენი წლის ხარო. იმანაც უპასუხა ოცდაშვიდისო. ჩაეცინა კახის და უპასუხა: ჰოდა, რა გიკვირს, შენხელა რომ ვიყავი, ეეე, შე „სამო ასოვ“, ასე მეძახდნენ და ასე მარტო ქართულ „კინოშნიკებში“ თუ მოსულა. ახლა ძლივს ვეღირსე, რომ ბატონოთი მომმართავენ და ეგ შეგშურდაო.