აღმოაჩინეს დედამიწის მესამე რადიაციული სარტყელი

აღმოაჩინეს დედამიწის მესამე რადიაციული სარტყელი

„ნასას“ სპეციალისტებმა „გადატრიალება მოახდინეს“ 1958 წლიდან არსებული შეხედულებაში იმის შესახებ, რომ დედამიწას აქვს ორი რადიაციული სარტყელი – მაგნიტოსფეროს არეები, რომლებშიც მაღალენერგეტიკული, დამუხტული ნაწილაკები გროვდება. ტყუპმა-ზონდებმა „RBSP“, რომლებიც კოსმოსში 2013 წლის აგვისტოში გაუშვეს, აქამდე უკვე ცნობილ შიდა და გარე სარტყელებს შორის კიდევ ერთი რადიაციული სარტყელი აღმოაჩინეს.

„დაკვირვების მეხუთე დღეს ჯერ კიდევ არ შეგვეძლო დაგვეჯერებინა ის, რასაც ვხედავდით. ვფიქროდით, რომ მწყობრიდან გამოვიდა ხელსაწყოები, მაგრამ შევამოწმეთ და  ვნახეთ, რომ ნორმალურად მუშაობდა. მესამე სარტყელი კი ეკრანზე თანდათანობით უფრო მკაფიოდ ჩნდებოდა“, – ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის თანამშრომელი დენიელ ბეიკერი. მონაცემების დასადასტურებლად, შედეგები თანამგზავრ SAMPEX-ის მონაცემებს შეადარეს, რომელიც დედამიწის მაგნიტოსფეროს 1992 წლიდან სწავლობს. მიუხედავად ამ მოწყობილობის შედარებით ნაკლები მგრძნობიარობისა, ანომალიის არსებობას მისი მაჩვენებლებიც ამტკიცებდა.

საქმე ისაა, რომ ეს იდუმალი რგოლი მანამდე რჩებოდა შეუმჩნეველი, სანამ ოქტომბრის დასაწყისში ის და გარეთა სარტყელი მზის ქარიშხლის შიგნით წარმოქმნილ დარტყმით ტალღას არ შეეჯახა.

ამჟამად მეცნიერები „RBSP“ ზონდების დახმარებით, რომელთა მისია ორ წელიწადზეა გათვლილი, ცდილობენ, გაარკვიონ, რა განაპირობებს აღმოჩენილი რადიაციული სარტყელის გამოჩენას და გაქრობას. „მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ამ დარგში 55 წლის წინათ დაიწყო, ჯერ კიდევ ბევრი გამოცანა რჩება. ჩვენ  გავხდით იშვიათი მოვლენის მოწმენი თუ ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება“. ამ დარგში შემდგომი კვლევები აუცილებელია, კერძოდ, შორეულ კოსმოსში ფრენების მოსამზადებლად, სადაც ადამიანის ორგანიზმზე რადიაციის ზემოქმედების საშიშროება არსებობს.