ვარსკვლავების  საიდუმლოებები

ვარსკვლავების საიდუმლოებები

თუ გსურთ, გამოიყურებოდეთ თქვენი საყვარელი მსახიობების მსგავსად, გაეცანით მათი ვარჯიშისა და კვების რეჟიმს და მიბაძეთ მათ.

ჰაიდი კლუმი : სიმაღლე – 177 სანტიმეტრი, წონა – 62 კილოგრამი.

მისი წარმატების საიდუმლოა ინტენსიური ფუნქციური ტრენინგი პერსონალურ ინსტრუქტორთან ერთად. მნიშვნელოვანი ღონისძიების წინა პერიოდში ჰაიდი ყოველდღე ვარჯიშობს, დანარჩენ დღეებში კი პილატესის (ვარჯიშების კომპლექსი) არის დაკავებული.

კვება: აღნაგობის შესანარჩუნებლად ჰაიდი მკაცრად იცავს რაციონს, რომლის პრინციპია: მეტი ცილები და მაქსიმალურად ნაკლები ცხიმები და ნახშირწყლები და კალორიების დათვლა.

ჯენიფერ ლოპესი : სიმაღლე – 165 სანტიმეტრი, წონა – 55 კილოგრამი.

ჯეი ლო სპორტდარბაზში დღეში ერთ საათს ხარჯავს: 30 წუთს კარდიოვარჯიშებისთვის (სირბილი, სახტუნაო) და 30 წუთს ძალოსანთა ვარჯიშებისთვის (შტანგა, ჰანტელები). სახეობებს მსახიობი ყოველი 10 ვარჯიშის შემდეგ ცვლის, რომ არ მობეზრდეს.

კვება: მისი მთავარი პრინციპია – არ იშიმშილოს და არ გამოტოვოს არც ერთი ჯერი, რათა ამით არ დაამუხრუჭოს ნივთიერებათა ცვლა. ჯეიც, ჰაიდის მსგავსად, ყურადღებას აქცევს მიღებული ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობას და ითვლის კალორიებს.

კემერონ დიასი: სიმაღლე – 175 სანტიმეტრი, წონა – 58 კილოგრამი.

კემერონი კვირაში ოთხჯერ ვარჯიშობს 1,5 საათის განმავლობაში. მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია ნიჩბოსნობის ტრენაჟორი, რომელიც ახდენს ყველა სახეობის კუნთების ეფექტურ დატვირთვას და საათში დაახლოებით 500 კილოკალორიას წვავს.

კვება: მსახიობი იკვებება დღეში 6-ჯერ, პატარ-პატარა ულუფებით. მიუხედავად იმისა, რომ გიჟდება ფასტვუდის საჭმელებსა და შემწვარზე, მან მთლიანად ამოიღო რაციონიდან ყველა მავნე პროდუქტი, გამონაკლისის გარეშე.

ემა უოტსონი: სიმაღლე – 165 სანტიმეტრი, წონა – 50 კილოგრამი.

ახალგაზრდა და მომხიბვლელ ემა უოტსონს უყვარს ველოსიპედით სეირნობა, გიჟდება ჰოკეის თამაშზე და ყოველდღიურად 4 საათს უთმობს დარბაზში სხვადასხვა სახეობის ვარჯიშს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი დრო აქვს გამოყოფილი ინტენსიური ძალოსნური და კარიდოდატვირთვებისთვის.

კვება: დარბაზში აქტიური და ხანგრძლივი ვარჯიშების გამო, ემას აღარ უწევს მკაცრი დიეტის დაცვა; უფრო მეტიც, ხანდახან თავს უფლებას აძლევს, მიირთვას ფასტვუდი ან გემრიელი მაღალკალორიული საკვები.